08 იანვარი, 2018
შობის ბრწყინვალე დღესასწაული ახმეტაში ტრადიციულად აღნიშნეს
2018 წლის შობის ბრწყინვალე დღესასწაული ტრადიციულად აღინიშნა ჩვენს მუნიციპალიტეტში.
ეს დღესასწაული გამოხატავს სიხარულს და ბედნიერებას იმის შესახებ, რომ დედამიწაზე იშვა იესო, ღმერთის შვილი. ქართველი ერი სიხარულით ხვდება ამ საღვთო-სადღესასწაულო ზეიმს.
ქალაქ ახმეტაში, ჯვარპატიოსნის ეკლესიის მრევლის, მუნიციპალიტეტის მერიის
ხელმძღვანელების, თანამშრომლების და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის
ინიციატივით ჩატარდა საქველმოქმედო მსვლელობა “ალილო”.
შემოწირული
პროდუქტი გადაეცემათ შეჭირვებულ ოჯახებს, ხოლო შეგროვებული ფულადი თანხა
ჩაირიცხება ქალაქის ცენტრში მშენებარე წმ. მოწამეთა ბიძინა, შალვა და
ელიზბარ ქსნისერისთავების სახელობის მშენებარე ეკლესიის ფონდში.