მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
7 იანვარს, კულტურის ცენტრისა და მამა ზურაბის ორგანიზებით ქალაქ გარდაბანში გრანდიოზული საშობაო მსვლელობა - „ალილო“ მოეწყო, რომელიც მარიამ ღვთისმშობლის შობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობასთან დასრულდა.
შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები შემოიარეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობა ახარეს. ალილოში სასულიერო პირები, გარდაბნის მაცხოვრებლები, მუნიციპალიტეტის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე - ტარიელ ჯანხოთელი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მონაწილეობდნენ.
შობის დღესასწაულისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილეებმა, მერიის სამსახურების, ა(ა)იპ ცენტრების და შპს-ების თანამშრომლებმა თანხა და სურსათ-სანოვაგე შეაგროვეს, რომელიც მოსახლეობის შემოწირულობებთან ერთად, ალილოს დასრულების შემდეგ, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატს, საოჯახო ტიპის ბავშვთა დაწესებულება - „ჩვენი სახლის“ ბენეფიციარებს და სოფელ ლემშვანიერასა და ვახტანგისში მოქმედი ეკლესიებისთვის ამავე სოფლების მოძღვარს, ბერ-მონაზონ მამა ნეოფიტეს გადაეცა.
საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის კურთხევით აღდგა.