07 იანვარი, 2018
საშობაო ლიტურგიას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნე
ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო ლიტურგია ხორნაბუჯისა
და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრი კაპანაძემ დედოფლისწყაროს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
ლიტურგიას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და
სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი
ესწრებოდნენ. ღამისთევა ჩვენი ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.
დღესვე, საშობაო ალილო მოეწყო ქ. დედოფლისწყაროსა და ეპარქიის სოფლებში.
შეგროვილი პროდუქტი სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს
გადაეცემა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს.