მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისია, დღეს, მიმდინარე წლის პირველ სხდომაზე შეიკრიბა და 35 მოქალაქეს სხვადსხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა.
კომისიის გადაწყვეტილებით, სტაციონალური სამედიცინო მომსახურეობა, ოპერაცია 6, კომპიუტერული კვლევა 2, ძვირადღირებული მედიკამენტები 10, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა კი 7 მოქალაქეს დაუფინანსდა. აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 9 ბენეფიციარს სარეაბილიტაციო მკურნალობა, ხოლო ფენილკეტონურიის დაავადებით დაავადებულ 1 ბავშვს კვებით უზრუნველყოფა დაუფინანსდა.
აღნიშნული სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ 7 490 ლარი შეადგინა.