05 იანვარი, 2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ღირებულება 126 899 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ნიუ ბილდ გრუპი“ ასრულებს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.