მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები საჩხერეში ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის პროექტის გასაცნობად და საჯაროდ განხილვისთვის ჩამობრძანდნენ.
შეხვედრაზე აღნიშნული გზის რეკონსტრუქციისა და ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალების განხილვა მოხდა. კონკრეტულად კი საუბარი შეეხო საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას. სამინისტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია სწორედ აღნიშნულზე გამართეს და გზის მარშრუტი თვალსაჩინოდ წარმოადგინეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობიდან შენიშვნების მიღება-გათვალისწინება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
პროექტში საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და რიგი უწყებებისა, რომლებიც პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ქმედებებს ანხორცილებენ. ამ დროისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად შერჩევა შეფასების ეტაპი მიმდინარეობს. იანვრის ბოლოსთვის კი კონტრაქტორი კომპანია გახდება ცნობილი. უშუალოდ გზის სამშენებლო სამუშაოები კი გაზაფხულზე დაიწყება. პროექტი გარდამავალია და საერთო ჯამში 55 კილომეტრი გზა გაკეთდება.
შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მირანდა ჩუმაშვილი, ა.ი.პ.-ებისა და შპს.-ების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.