05 იანვარი, 2018
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხებს გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა
ნოსირის
ადმინისტრაციულ ერთეულში, საოდიშარიოს უბანში, მოსახლეობის თხოვნის
საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის დავალებით,
დაგროვილი შლამისა და ინერტული მასალისგან გაიწმინდა სანიაღვრე არხი.
შედეგად, წყალუხვობისას მოიხსნა მიმდებარე მოსახლეობის სახნავ-სათესი და
საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროება. სანიაღვრე არხის ამოწმენდის
ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა ამავე ადმინისტრაციული ერთეულის საბესელიოს
უბანში.
სამუშაოებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები ასრულებდნენ.