05 იანვარი, 2018
ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი ჩააატარა
ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის
წარმომადგენლებთან თათბირი ჩააატარა. სხდომას მერის პირველი მოადგილე გივი
მოდებაძე, სამსახურის უფროსები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირი უნებართვო გარე ვაჭრობის დასარეგულირებლად გატარებული
ღონისძიებების შესახებ საუბრით დაიწყო. მერმა განაცხადა, რომ უკანონო გარე
ვაჭრობის პრობლემა ჭიათურაში საბოლოოდ მოგვარდება და ამ საკითხს ერთხელ და
სამუდამოდ დაესმება წერტილი.
პაატა ნადირაძემ მიმდინარე წლის პრიორიტეტების
შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარ გამოწვევას სოფლის ცენტრამდე
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გაზიფიცირება და მუნიციპალიტეტის
მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. მისივე
თქმით, აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად ადგილობრივი ხელისუფლების
მხრიდან სათანადო ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია.
დღევანდელ
თათბირზე პაატა ნადირაძემ თითოეულ წარმომადგენელს ინდივიდუალურად მოუსმინა
და სოფლებში არსებული იმ პრიორიტეტული საკითხების შესახებ მიიღო
ინფორმაცია, რომელთა განხორციელებაც პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს.