მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახაბერ კუპატაძე და მერიის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა წულუკიძე მუნიციპალიტეტის სოფლებში, სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ.
საქართველოს მთავრობის მიერ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტს გადაეცა 1,500,000 ათასი ლარი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს, რომელთა სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის თანხები უკვე გამოყოფილია. ობიექტების დასათვალიერებლად ასევე იმყოფებოდნენ აღნიშნულ სოფლებში მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წარმომადგენლები.
სოფელ გოდოგანში, წყალწითელას უბანში დაზიანებულია საყრდენი კედელი, რაც
საფრთხეს უქმნის როგორც საავტომობილო გზას, ასევე იქ მცხოვრებ მოსახლეობას.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განსაზღვრულია 20.000 ათასი ლარი.
სოფელ ნახშირღელეში, გოშაძეების უბანში დაზიანებული საავტომობილო გზის, სრული რეაბილიტაციისათვის განსაზღვრულია 200 000 ათასი ლარი.
სოფელ ბარდუბანში, სათემო უბანთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის
აღდგენისათვის, რომელიც უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა, განსაზღვრულია 150
000 ათასი ლარი. ასევე, ქასრაშვილებისა და სულამანიძეების უბანში
დაზიანებული საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციისათვის განსაზღვრულია 200
000 ათასი ლარი.
ქალაქ თერჯოლაში, ლეონიძის ქუჩაზე დანგრეული საყრდენი
კედელის აღდგენისათვის განსაზღვრულია12 000 ათასი ლარი. ასევე, მდინარე
ჩხარაზე, 9 აპრილის ქუჩის დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდის აღსადგენად,
რომელიც საფრთხეს უქმნის მასზე საავტომობილო მიმოსვლას, განსაზღვრულია 10
000 ათასი ლარი.
სოფელ საზანოში, მდინარე ძუსაზე გამავალი საავტომობილო ხიდის სრული რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 650 000 ათასი ლარი.
სოფელ გოგნში, დაზიანებული საავტომობილო გზის კიდეზე არსებული საყრდენი კედლის სარეაბილიტაციოდ განსაზღვრულია 26 000 ათასი ლარი. ასევე, სოფელ გოგნში, ტყიბულთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არსებული ხიდ-ბოგირის სარეაბილიტაციოდ განსაზღვრულია 26 000 ათასი ლარი.
ამ ეტაპზე, აღნიშნული ობიექტების სარეაბილიტაციოდ განსაზღვრულია საორიენტაციო თანხები, რომელიც პროექტირების დროს დაზუსტდება.
საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და უშუალოდ მათგან მოისმინა ინფორმაცია არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ამასთან აღნიშნა რომ: „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მე როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს და ჩვენს გუნდს გვექნება მჭიდრო კავშირი თქვენთან - მოსახლეობასთან, გვექნება მუდმივი კომუნიკაცია, ყველა პროექტთან თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის აქტიური ჩართულობით მოხდა სტიქიის სალიკვიდაციოდ თანხების მოძიება. დღეს მოვედით იმისათვის, რომ ადგილზე ვნახოთ დაზიანებული მონაკვეთები და გავეცნოთ ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბურობას“- განაცხადა ნინო ჯანელიძემ.