04 იანვარი, 2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში წმინდა მოციქულის, პირველმოწამის და მთავარდიაკონის სტეფანეს სახელობის ეკლესია ეკურთხა
დღეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში წმინდა მოციქულის, პირველმოწამის
და მთავარდიაკონის სტეფანეს სახელობის ეკლესია ეკურთხა.
ტაძრის
გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და
თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტაძარი აკურთხა და მრევლს
შობის მოახლოვება მიულოცა ქუთათელ გაენათელმა მეუფე კალისტრატემ.
სოფელ ჩუნეშში ეს უძველესი ტაძარი ახლახანს სოფლის მოსახლეობის ინიციატივით აღადგინეს და დღეიდან პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვები ჩატარდება.
„წმიდა სტეფანე, იყო „კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა“
მრავალი ებრაელი მღვდელმსახურიც მოაქცა ქრისტეს სარწმუნოებაზე.
გაღიზიანებული იუდეველები შეეცადნენ, სიტყვიერ პაექრობაში დაემარცხებინათ
უფლის რჩეული, მაგრამ როცა ვერაფერს გახდნენ, დაასმინეს იგი - ღმერთსა და
მოსეს ჰგმობსო.
წმიდა სტეფანემ შემოკრებილებს ებრაელი ერის ისტორია
მოუთხრო და ამხილა იუდეველები წინასწარმეტყველთა დევნასა და განკაცებული
მესიის - იესო ქრისტეს მკვლელობაში. ქადაგების დროს წმინდანმა „ახედნა ცად
და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“. როცა მან
გააცხადა ეს ხილვა, ბრბომ, ყურებდაცობილმა, ღრიალით მიმართა ნეტარს,
ქალაქგარეთ გაიყვანა და ქვებით ჩაქოლა“.
წმინდა სტეფანეს ხსენების დღეს სამოციქულო ეკლესია 9 იანვარს აღნიშნავს.