მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
2017 წლის 27 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი/მ ზვიად გოგოლაძეს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, აღნიშნულმა პირმა, სოფელ ვერტყვიჭალაში, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის პროექტი უნდა მოამზადოს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის ახალი შენობა ვერტყვიჭალაში, ამჟამად არსებულის ეზოში აშენდება. „სოფელში მზარდი კონტიგენტიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნიეთ საბავშვო ბაღის ახალი შენობის აშენება. ერთი ჯგუფი არაა საკმარისი, მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ეს ძალიან კარგია. გარდა ამისა, იქ არსებული შენობა, ფაქტობრივად, არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. “ - აღნიშნა მამუკა ჭიპაშვილმა.
ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ორი ასაკობრივი ჯგუფი განთავსდება. თითოეული მათგანი 25 ბავშვზეა გათვლილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად, 17 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს.