04 იანვარი, 2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის სოციალური პროგრამები შეაჯამა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის სოციალური პროგრამები შეაჯამა.
12 თვის მონაცემებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 062 481 ლარია გაცემული. დახმარება ჯამში 4 197 მოქალაქეს გაეწია.
მიმდინარე წელსაც გათვალისწინებულია მოქალაქეთა სტაციონარული,
მედიკამენტოზური, სარიტუალო, 4 და მეტ შვილიანი ოჯახების, შშმ
პირებისათვის, გამოჩენილი ადამიანების, ახალდაქორწინებულების,
ახალშობილების, 100 წელს გადაცილებულთა და დედ–მამით ობოლი ბავშვების
დახმარება.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები
მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს,
როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ
მცხოვრებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის
გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც 2017 წლის განმავლობაში
ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც
ადასტურებს.