04 იანვარი, 2018
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ მერიის თანამშრომლებთან თათბირი გამართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ მერიის თანამშრომლებთან
თათბირი გამართა. ბონდო სოფრომაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
თანამშრომლებს და ასევე, დადებითად შეაფასა თერჯოლის მერიის განათლების,
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ საახალწლო
ღონისძიებების ჩატარებისათვის გაწეული მუშაობა. მუნიციპალიტეტის პირველმა
პირმა მოადგილეებისათვის საკურატორო სფეროების განაწილებისა და
რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შესახებაც ისაუბრა.
„დღეს 2018 წლის პირველი სამუშაო დღეა.
წინ გველის მეტად საპასუხისმგებლო წელი. მოსახლეობის მოლოდინი ძალიან
დიდია. უნდა მოვაწესრგოთ ყველა პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს. ესაა:
გზები, ხიდები, ბოგირები, სასმელი წყლისა და გაზიფიცირების პრობლემა და
სხვა. პირველ რიგში, რაც ხალხს სჭირდება არის იმედი. იმედი იმისა, რომ მას
უსმენენ, დანაპირებს უსრულებენ და მხარში უდგანან. ყველა დაპირება, რაც
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გავეცი, უნდა შესრულდეს და შესრულდეს
პატიოსნად, კვალიფიციური და პროფესიონალური მიდგომით ისე, როგორც შეეფერება
თერჯოლის მოსახლეობას.
ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება, მერია და
საკრებულო, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი
ელგუჯა გოცირიძე, ჩვენი ქვეყნის მთავრობა-ვართ ერთი გუნდი, რომელიც
ორიენტირებულია საქმის კეთებაზე“-აღნიშნა ბონდო სოფრომაძემ.