16 ნოემბერი, 2017
ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში პოეზიის საღამო ჩატარდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის, განათლებისა
და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, დღეს დაბა ჩხოროწყუს ცენტრალურ
პარკში ,ადგილობრივი და მოწვეული პოეტების მონაწილეობით , პოეზიის საღამო
ჩატარდა.
საღამოს ესწრებოდა მამა პეტრე (კვარაცხელია), რომელმაც
საკუთარი ლექსი წაიკითხა. ასევე, საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება
გააცნეს პოეტებმა: გიორგი გულუამ, შოთა წურწუმიამ, კოტე ნაჭყებიამ, ნიკა
ლაშხიამ, ნიკა კვესელავამ, საბა ხვიჩიამ, ჯანო გოგუამ.
საღამოს,
პოეზიის მოყვარულებთან ერთად , მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ესწრებოდა,
რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ლამაზი საღამოსთვის
პოეტებს მადლობა გადაუხადა.