10 ნოემბერი, 2017
ბორჯომის სხვადასხვა უბანში კიბეების, საფეხმავლო ბილიკებისა და მოაჯირების მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო
ბორჯომის სხვადასხვა უბანში კიბეების, საფეხმავლო ბილიკებისა და მოაჯირების მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.
პროექტები წმ.ნინოს, რუსთაველის, 300 არაგველის, გოგიასციხის,
თორის, სააკაძის, ნიკოლაძის, დუმბაძის, რობაქიძის, ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე
და სოფელ ყვიბისში 15 პროექტის განხორციელებას გულისხმობს.
სამუშაოები სოფელ ყვიბისში 2 ობიექტზე და დუმბაძის ქუჩიდან
რობაქიძის ქუჩაზე ჩამოსასვლელი ბილიკის კეთილმოწყობისათვის უკვე
დაწყებულია. სხვა ქუჩებზე პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება.
პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 673 ლარით დაფინანსდა.