09 ნოემბერი, 2017
ბორჯომის 2 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს
ბორჯომის 2 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სოფელ ჭობისხევში რკინა ბეტონის საფარი 935
მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ეწყობა, ხოლო სოფელ ქვაბისხევში ასფალტობეტონის
საფარის დაგება 815 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება.
გზის დაგების პარალელურად ობიექტებზე ცხაურების, ასევე სანიაღვრეებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.
უნდა აღინიშნოს, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის საფარი
არასოდეს ყოფილა. მოსახლეობას გრუნტის გზით უწევდა გადაადგილება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები სუფთა და კეთილმოწყობილი
ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდა.
სამუშაოებისათვის 350 000 ლარამდე გაიხარჯება.