08 ნოემბერი, 2017
„შემოდგომის წყალტუბო 2017“-ის ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო 2017“ გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე თავად ღონისძიება.
დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა
კონკურსები გამოაცხადა - ფოტოკონკურსი - საუკეთესო ფოტო, ხატვის კონკურსი -
საუკეთესო ნამუშევარი და ლიტერატურული კონკურსი - საუკეთესო ესსე,
თემტურად სამივე კონკურსი შემოდგომას უკავშირდებოდა და მასში მონაწილეობის
მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა და როგორც
აღმოჩნდა გამოხმაურებაც საკმაოდ მაღალი იყო.
საბოლოოდ, „შემოდგომის წყალტუბო 2017“ -ის კონკურსის გამარჯვებულად გამოვლინდნენ:
ცისანა გოდუაძე - ესსე „შენდობა და მიტევება“
ლიზი ქებაძე - პეიზაჟი წყალტუბოს ხეივანი - (აკვარელი)
მარიამ ჟორჟოლინი - ფოტო „შემოდგომა“
ლიტერატურულ
კონკურსში გამარჯვებულს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა,
კონსტანტინე მამისეიშვილმა, ჭედური ყდით შემკობილი „ვეფხისტყაოსანი“
გადასცა.
მიკროსაფიფნანსო ორგანიზაცია - „კრისტალის“ წარმომადგენელმა
ხატვის კონკურსში გამარჯვებული ძვირადღირებული საღებავებით და მოლბერტით
დაასაჩუქრაა, ფოტოკონკურსის გამარჯვებულს კი დღესასწაულის ორგანიზატორებმა
ფოტოაპარატი უსახსოვრეს.
სამივე გამარჯვებულს დიპლომები გადაეცა.