08 ნოემბერი, 2017
დედოფლისწყაროს გამგებელმა ზემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, გამგებლის
მოადგილე სოლომონ ღორაშვილსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით
ფხოველიშვილთან ერთად დაათვალიერა ზემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში მიმდინარე
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც აწარმოებს შპს ,,მოხელე“.
სამუშაოები დაიწყო აგვისტოს ბოლოს , ამ ეტაპზე იგი აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დამთავრდება.