07 ნოემბერი, 2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გასული 3 წლის სოციალური პროგრამები შეაჯამა
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გასული 3 წლის სოციალური პროგრამები შეაჯამა.
მონაცემების მიხედვით, 2015, 2016, 2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 მილიონ 602 400 ლარია გახარჯული.
აღნიშნული თანხა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 16 სოციალური პროგრამის განხორციელებისათვის გამოყო.
მოცემული თანხიდან 2 მილიონ 491 600 ლარით დაფინანსდა
სტაციონარული მომსახურება, 791 500 ლარი კი მედიკამენტებით მომსახურებას
მოხმარდა.
3 მილიონ 293 100 ლარით დაფინანსდა 4 და მეტ შვილიანი ოჯახები,
შშმ პირები, გამოჩენილი ადამიანები, ახალდაქორწინებულები, ახალშობილები,
100 წელს გადაცილებულები, დედ–მამით ობოლი ბავშვები და ა.შ.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი
ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები
მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვლისწინებს გამგეობამ დახმარება გაუწიოს,
როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ
მცხოვრებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის
გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც მოცემულ წლებში წლის ამ
პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც
ადასტურებს.