მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
სალამურის ვირტოუზმა ომარ კელაპტრიშვილმა, ხალხური სიმღერა სალამურში ასახა, რომლითაც მაყურებლის წინაშე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენაზე წარდგა. ომარის შესახებ მოგონებებით გამოვიდა პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, რომელმაც საკუთარი შემოქმედებიდან ის ლექსები წაიკითხა, რომელიც განსკუთრებით უყვარდა ვირტუოზ შემსრულებელს.
ფოლკლორის საღამოზე უკრავდა და მღეროდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა ანსამბლის „თსუ-გორდელა“.
ფოლკლორის საღამოს ესწრებოდნენ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და მომღერალი ირაკლი ფირცხალავა.