07 ნოემბერი, 2017
ქალაქ ბორჯომს განახლებული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და თოჯინების სახლი მოემსახურება
ქალაქ ბორჯომს განახლებული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და თოჯინების სახლი მოემსახურება.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, გამოიცვალა
მთლიანად სახურავი, შეიცვალა თოჯინების პარტერი და სცენა. მოეწყო
სარეპეტიციო დარბაზი და საგრიმიორო.
შესრულებული სამუშაოების ხარისხი რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მხარის გუბერნატორთან და
ბორჯომის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.
შენობას წლების განმავლობაში არ ჩატარებია რეაბილიტაცია და იგი განახლებას საჭიროებდა.
აღნიშნული
პროექტი არის რეგიონალური მასშტაბის, სადაც ჩატარდება ღონისძიებები,
ფესტივალები, როგორც რეგიონული ასევ საერთაშორისო დონეზე. ცენტრი
შეითავსებს თეატრისა და საკონცერტო დარბაზის ფუნქციებს.
პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 300 000 ლარამდეა.