izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საქვეყნო სიახლეები
06 ნოემბერი, 2017
წყალტუბოში სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო 2017“ გაიმართა
წელს სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო2017“ უფრო მასშტაბურად და პომპეზურად აღინიშნა ჩვენს ქალაქში, ვიდრე წინა 4 წლის განმავლობაში. „შემოდგომის წყალტუბოს“ ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა იმერეთის რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალს.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტში გარდა იმერეთის ფოლკლორული ანსამბლებისა, მონაწილეობდა ლატვიის ფოლკლორული სახალხო ანსამბლი BANDAVA, პროექტის CHEK IN GEORGIA-ს ფარგლებში წყალტუბოს სცენაზე იდგა ნიაზ დიასამიძე და 33ა. 

ამ გამორჩეულ დღესასწაულზე განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვება, ყველა წყალტუბოელისთვის მნიშვნელოვანი ტიტულის მფლობელთა სიაც წელს ყველაზე წარმომადგენლობითია. (საპატიო მოქალაქის ტიტული მინიჭებისთვის სპეციალურად დგება პატივგების კომისია, სადაც წევრები ირჩევენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს). 

წელს საპატიო მოქალაქეთა სია ასე გამოიყურება: 

1. კარლო კალანდაძე - ისტორიკოსი, არქეოლოგი, პროფესორი, აკადემიის დოქტორი, მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი წყალტუბოს არქეოლოგიური კვლევებში, გამოქვეყნებული აქვს 70 -მდე სამეცნიერო ნაშრომი, დაჯილდოებულია სამთავრობო ჯილდოებითა და ღირსების ორდენით.

2. სულიკო იოსელიანი - კულტურის დარგის დამსახურებულ მუშაკი, წარჩინებულ ქორეოგრაფი, მსახიობი, ხელოვანი, არაერთი თაობის აღმზრდელი, მრავალი რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალის ლაურიატი. 

3. დავით ფაჩუაშვილი - დიდი სამამულო ომის ვეტერანი, ინჟინერი.

4. მირზა ქორქაშვილი - წლების განმავლობაში იყო წყალტუბოს რაიონის პირველი პირი, იცავდა ქალაქისა და მისი მცხოვრებლების ინტერესებს, დიდი წვლილი აქვს შეტანილი კურორტის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში.

5. ჯემალ გორდელაძე - რესპუბლიკის დამსახურებულ ინჟინერი, პერსონალური პენსიონერი, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, მედიკოსი, 

6. ქალბატონ ელადა ქაროსანიძე - დამსახურებულ მედიკოსი, პოეტი.

7 . რამაზ ბაჩო იოსელიანი - ისტორიკოსი, თეოლოგი, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ოტია იოსელიანის საზოგადოების დამფუძნებელი, პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნე. 

8. ნანა მირიანაშვილი - სახალხო განათლების შრომის ვეტერანი, ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლის ყოფლი დირექტორი, არაერთი საპატიო სიგელისა დაჯილდოს მფლობელი. 

9. იური ტორაძე - ღირსების ორდენის კავალერი, წყალტუბოში ქორეოგრაფიის განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსების ლაურეატი, დამსახურებული ქორეოგრაფი.

10. სულიკო ნიქაბაძეს - სპორტის დამსახურებულ მუშაკი, მრავალი წარმატებული სპორტსმენის აღმზრდელი და გზის გამკვალავი, არაერთი საპატიო ჯილდოსა და სიგელის მფლობელი; 

11. მურთაზ კანკაძე - საქართველოს ჟურნალისტთა კავშირისა და მწერალთა კავშირის, მეცნიერთა და ხელოვანთა ეროვნული აკადემიის წევრი, კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპონდენტი, სერგეი მესხის სახელობის პრემიისა და ღირსების ორდენის კავალერი, გაზეთ ,, ახალი წყალტუბოს’’ რედაქტორი.

12. ვაჟა თუთისანი - დამსახურებულ ექიმი აფხაზეთიდან, იძულებით გადაადგილებილ პირთა წყალტუბოს პოლიკნილიკის ხელმძღვანელი. 

13. ჯეირან ომანაძე - საგზაო მშენებელ ინჟინერი, მუნიციპალიტეტის ორი მოწვევის საკრებულოს წევრი, წარმატებული ბიზნესმენი, ქველმოქმედი.

14. თალიკო კიკალიშვილი - სკოლამდელი განათლების მუშაკი, საქართველოს დამსახურებულ პედაგოგი. 

15. ნიკოლაი შევჩუკი - ქალაქ პოლოცკის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, წყალტუბოს საიმედო პარტნიორი და გულშემატკივარი.


რას ამბობენ ჩვენზე