06 ნოემბერი, 2017
დაბა ახალდაბაში აღმაშენებლის ქუჩაზე და კაპანაძეების უბანში გზების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
დაბა ახალდაბაში აღმაშენებლის ქუჩაზე და კაპანაძეების უბანში დასრულდა გზების მოწყობის სამუშაოები.
აღმაშენებლის ქუჩაზე ამჟამად გვერდულების შევსება მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.
ორივე ობიექტზე ჯამში გზის საფარი 1 კილომეტრისა და 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო.
კაპანაძეების უბანში, რთული რელიეფის გათვალისწინებით, რკინა-ბეტონის საფარი დაიგო, აღმაშენებლის ქუჩაზე კი ასფალტობეტონი მოეწყო.
უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
ახალდაბაში გრძელდება. სამუშაოები მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას I და II
მონაკვეთებზე და რიკაძეების უბანში.
აღნიშნულ დასახლებებში გზის სამუშაოები არასოდეს განხორციელებულა. მოსახლეობას კი გრუნტის გზით სარგებლობა წლებია უწევდათ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
პროექტები საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.