06 ნოემბერი, 2017
გადაცემა „ერთი დღე სოფელში“ ბორჯომის მუნიციპალიტეტს ესტუმრა
„ერთი დღე სოფელში“- გადაცემა, რომელიც უკვე 4 წელია აჭარის ტელევიზიის ეთერში გადის ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
გადაცემის წამყვანი ნათია თავდგირიძე და მისი გადამღები ჯგუფი,
შაბათს, 21:30 წუთზე დაბა წაღვერს და მის მიმდებარე სოფლებს ტიმოთესუბანსა
და ცემს მაყურებელს გააცნობს.
ტიმოთესუბნის მონასტერი, უზნარიანის
ციხე, წაღვერის მინერალური წყლები, სოფელ ცემში მდებარე ეიფელის ხიდი იმ
ღირშესანიშნაობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გადაცემის ობიექტივში
მოხვდა.
მაყურებელი იხილავს ტყის ნობათის-გირჩის მურაბის მომზადების
პროცესს, მოუსმენს ანსამბლ „შევარდენის“ მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ
სიმღერებს და გაიცნობს ასევე საინტერესო ადამიანებს.
„ერთი დღე სოფელში“ აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი საუკეთესო
პროექტია. გადაცემა ერთი სოფლის კულტურას და ტრადიციას აცნობს მაყურებელს
და ამავე დროს სოფლის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.