მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
მოედანზე ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი
ფეხბურთელები (ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ალექსანდრე
იაშვილი, გიორგი ლომაია, მიხეილ ყაველაშვილი) კასპის მუნიციპალიტეტის
ბავშვთა ფეხბურთელთა გუნდები შეხვდნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ
ვეტერანებმა, გუნდებს საჩუქრად სპორტული მაისურები და ბურთები გადასცეს,
შემდეგ კი საჯარო სკოლა და სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.
ღონისძიება,
რომელსაც მომღერალი ირაკლი ფირცხალავაც ესწრებოდა, საქართველოს პარლამენტში
კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის თაოსნობით გაიმართა.
„ეს დღე ჩვენთვის დაუვიწყარი იქნება, რადგან საკუთარ მოედანზე ასეთ ცნობად ფეხბურთელებთან მოგვიწია მატჩის ჩატარება, მადლობა ამისთვის მის ორგანიზატორებს“ - აღნიშნეს კასპელმა მოთამაშეებმა.