izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საქვეყნო სიახლეები
06 ნოემბერი, 2017
გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, შიდა ქართლის რეგიონში მოქმედ მეფუტკრეობის კოოპერატივებსა და მეფუტკრე ფერმერებს სახელმწიფო პროგრამა გააცნო, რომლის ფარგლებშიც გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.

საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება საათში 800 კგ-მდე თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება, მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა.

პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი კრიტერიუმებით, კოოპერატივში გაერთიანებული მეპაიე-კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 7000 სკა.

წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობა და HACCP-ის სისტემები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის თქმით, მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით, აქვთ საშუალება თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მისცენ მას საბოლოო სასაქონლო სახე, რომ მოახდინონ დიდი რაოდენობით ერთგვაროვანი თაფლის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მიწოდება.

“მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა 2018 წელს განხორციელდება.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია, მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტური და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სოფლად მოსახლეობის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით.


რას ამბობენ ჩვენზე