მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
პროექტის ფარგლებში, აპლიკაციის მიხედვით, შეირჩა 96 ნაფიც მსაჯულთა კანდიდატი, აქედან 12 ახალგაზრდა შეირჩა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან.
აღსანიშნავია, რომ შერჩეულ კანდიდატებთან პირველი შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურაში, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელმა ახალგაზრდებს გააცნო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსი და სასამართლო პროცესის სპეციფიკა.
პროექტი მომდევნო ეტაპი იმიტირებულ სასამრთლო პროცესზე დასწრებას ითვალისწინებს, რომელიც 12 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება, სადაც ახალგაზრდები ჩაერთვებიან ნაფიცი მსაჯულების სტატუსით და პროცესის დასასრულს გამოიტანენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს.
პროექტის მიზანს ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება წარმოადგენს.