03 ნოემბერი, 2017
ბორჯომში ხიდების რეაბილიტაცია გრძელდება
ბორჯომში ხიდების რეაბილიტაცია გრძელდება. ამჟამად სამუშაოები ლიკანში, სანატორიუმ "ბორჯომთან" დამაკავშირებელ ხიდზე მიმდინარეობს.
უნდა აღინიშნოს, რომ 3 წლის განმავლობაში ბორჯომში 20 ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა. წელს ახალი ხიდიც აშენდა სოფელ ჭობისხევთან.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოწესრიგდა საფეხმავლო და საავტომობილო ხიდები, მდინარე მტკვარზე და ბორჯომულაზე.
პროექტებს 1 მილიონზე მეტი ლარი მოხმარდა.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.