03 ნოემბერი, 2017
მარნეულში სამოქალაქო ბიუჯეტის მხარდამჭერი საბჭოს სხდომა გაიმართა
მარნეულის გამგეობაში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხარდამჭერი და მარნეულის
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების
განსახორიცელებელ ღონისძიებათა საბჭოთა სხდომა გაიმართა.
საბჭომ დეტალურად გაიარა 2017 წელს „სამოქალაო ბიუჯეტის“
ფარგლებში შემოსული საპროექტო იდეები, გასცა რეკომენდაციები და განსაზღვრა
სამომავლო პრიორიტებები.
შეგახსნებთ, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტის“
მხარდამჭერი საბჭო განიხილიავს კონკრეტულ დასახლებიდან წარმოდგენილ
ინიციატივებს და აფასებს მის საჭიროებას, პრიორიტეტულობას და
საზოგადოებრივი ინტერეს. კერძოდ საბჭო მოქდებს შემდეგი ძირითადი
კრიტერიუმებით: სამართლებრივი ასპექტები (არის თუ არა მუნიციპალიტეტი
უფლებამოსილი განახორციელოს წარმოდგენილი პროექტი); ტექნიკური ასპექტები
(რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება ტექნიკური თვალსაზრისით),
ფინანსური ასპექტები (წარმოდგენილი სავარაუდო ღირებულების შეფასება);
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი უკვე მესამე წელია
ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო ბიუჯეტი“, რომელიც მოქალქეების
ინტერესების გათვალისწინებასა და ჩართულობას გულისხმობს მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.