03 ნოემბერი, 2017
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობის წინაშე ყოველწლიური ანგარიშის მოხსენებით წარსდგა
31 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი
ყოველწლიური ანგარიშის მოხსენებით წარსდგა მოსახლეობის წინაშე 2017 წელს
გაწეული სამუშაოების შესახებ.
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საზოგადოებას მოახსენა ყველა იმ
ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული პროექტებისა და პროგრამების
შესახებ,რომელიც განხორციელდა მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით.კერძოდ
მუნიციპალიტეტში დასრულებული და მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების
რიცხვმა შეადგინა 58 ერთეული ღირებულებით 8 009 572,85 ლარი,ხოლო 10
სოციალური პროგრამით ისარგებლა 1350 ბენეფიციარმა და გახარჯულ იქნა თანხა
617 237,88 ლარი.
ასევე ისაუბრა 2018 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ.
გამგებლის მიერ აღინიშნა,რომ ქარელის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად კვლავ
რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება და ყველა იმ სოციალურ-კულტურული
პროგრამის განხორციელება-ხელშეწყობა,რაც გააუმჯობესებს ქარელის
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.