izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
29 მარტი, 2022
„izrune.ge-ს ტესტები იმდენად ჰარმონიულად არის შედგენილი, რომ ბავშვისთვის მისი გაკეთება სტრესული არ არის“ - ნატალია წიკლაური
izrune.ge- ს მთავარი მისია მოსწავლეებზე ზრუნვა და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა; სწორედ ამიტომ, ყველაზე მზრუნველი პროექტი მუდმივად ცდილობს, ერთგულ იზრუნელებს საინტერესო პროექტები შესთავაზოს, რათა მათ აუმაღლდეთ განათლების მოტივაცია. განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ კლასის დამრიგებლები ზუსტად გრძნობენ თანამედროვე საგნმანათლებლო მოთხოვნების მაჯისცემას და izrune-ge-ს მხარდამხარ, ყოველდღიურად ზრუნავენ საკუთარი მოსწავლეების განვითარებაზე.

სწორედ ასეთი პედაგოგია თბილისის N103 საჯარო სკოლის IIIდ კლასის დამრიგებელი ნატალია წიკლაური, რომელიც აქტიურად არის კლასთან ერთად ჩართული პროექტში და მუდმივად ბავშვების მოტივაციაზე ზრუნავს.

ნატალია წიკლაური თავისი პატარა მოსწავლეებისთვის არამხოლოდ პედაგოგი და დამრიგებელია, არამედ, როგორც თავად ბავშვები ამბობენ მათთვის „მეორე დედაა“. მისი ენერგიულობით, სიყვარულითა და ზრუნვით გაჯერებული სასწავლო პროცესი მხოლოდ მოსწავლის განვითარებისკენაა მიპყრობილი.

- როგორ დაიწყო თქვენი და izrune.ge-ს თანამშრომლობა და ურთიერთობა?

- თბილისის N103 საჯარო სკოლაში მესამე წელია რაც ვიმყოფები. ჩვენი სკოლის დირექტორი (არჩილ ჩხაიძე), სასწავლო ნაწილი (ნანა შენგელიძე) და პედაგოგიური კოლექტივი იზრუნეში აქტიურად იყვნენ და არიან ჩართულები. თითოეული მათგანი მოსწავლეების ზრდა-განვითარებაზე, პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე დაუღალავად ზრუნავს და izrune.ge ამისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. Izrune.ge ჩვენთვის დიდი კომფორტია. როგორც კი შევიტყვე ამ პროექტის შესახებ მაშინვე აქტიურად ჩავერთეთ მე და ჩემი მოსწავლეები. ამ პროექტში კიდევ ის მომწონს, რომ მრავალფეროვანი შეთავაზებები მოსწავლეზეა შედგენილი, მაქსიმალურად მორგებული და შეუძლიათ VIP, ან საბაზო პაკეტებიც კი გაააქტიურონ.

- როგორ ემზადებით izrune.ge-ს ტესტებისთვის? რაიმე რიტუალი ხომ არ გაქვთ?

- ჩემი მოსწავლეები ტესტებს ყოველთვის დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ელოდებიან. თავადვე ამბობენ, რომ izrune.ge-ს ტესტები მათ სასწავლო ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. რიტუალს, რაც შეეხება მაგალითად მათ მიერ გაკეთებულ ტესტებს კლასში ყოველთვის განვიხილავთ. სწორად გაკეთებულ ტესტებზე ბავშვები, რა თქმა უნდა, შექებას იმსახურებენ, რაც თავისთავად ცხადია მოტივაციას სძენს მათ. ასევე, ვთქვათ აკეთებენ „სიბრძნის ხუთშაბათს“. კლასში წინასწარ ვსაუბრობთ, ვემზადებით, თუ რას მოუტანს მათ ეს ტესტები და რა მოლოდინები აქვთ; ასევე ვსაუბრობთ, რას ნიშნავს „სიბრძნის ხუთშაბათი“. ჩვენ კლასში მოლოდინების ხეც კი გვაქვს გაკეთებული, რაც მოტივაციის პროვოცირებისთვის ერთ-ერთი დამატებითი აქტივობაა.



- რას აძლევს მოსწავლეს izrune.ge-ს ტესტები? მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ პანდემიის გამო ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა არ უწევთ?

- izrune.ge-ს ტესტები ისეა შედგენილი, რომ არის ძალიან სახალისო და შემეცნებითი. ამ ტესტების საშუალებით ბავშვები არამხოლოდ, მრავალმხრივ ცოდნას იძენენ, არამედ კრიტიკულ აზროვნებასაც სწავლობენ. ყველაზე დადებითი რაც ამ ტესტებს აქვს არის ის რომ ყველა საგანი ერთად ინტეგრირდება. თავადაც ისეთი გაკვეთილები მიყვარს, როდესაც საკითხები მრავალფეროვანია - ეს სასწავლო პროცესს კიდევ უფრო მეტად ეფექტურს და შედეგიანს ხდის. ფაქტიურად, ჩვენი IIIდ კლასი და izrune.ge ძალიან შეხმატკბილებულები მივდივართ. აქვე, მინდა აღვნიშნო რომ izrune.ge-ს ტესტები იმდენად ჰარმონიულად არის შედგენილი, რომ ბავშვისთვის მისი გაკეთება სტრესული არ არის, პირიქით ტესტირების პროცესი მხიარულია. ბავშვები კიდევ უფრო სწავლობენ და გამოცდილებას იღებენ, ივითარებენ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს. ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე მაშინ ყალიბდება, როდესაც მოსწავლე, სკოლა და მშობელი ერთ მუშტად არის შეკრული და იზრუნე ზუსტად ამაზე ზრუნავს, ეს დავინახე მე ამ პროექტში, რომ საჭირო სამკუთხედი შეიკრა და პროექტში კიდევ უფრო დიდი შემართებით ჩავერთეთ: მე, ჩემი მოსწავლეები და მშობლებიც კი.

- მშობლები რამდენად არიან დაინტერესებულები ტესტირებითა და შედეგებით?

- ჩემი მშობლები ტესტირების პროცესითა და შედეგებით ძალიან დაინტერესებულები არიან. ჩვენ გვაქვს უკუკავშირი, რადგან შედეგებს და დიპლომებს მუდამ მიგზავნიან, რომელსაც შემდეგ ჩვენს საიტზე ვტვირთავთ, რადგან ბავშვები კიდევ უფრო მოტივირებულები იყვნენ; გარდა, ამისა ის მოსწავლეები, რომლებიც ტესტირებაში რაღაც მიზეზების გამო ვერ ჩაერთნენ მათაც აღვუძრათ ინტერესი და სურვილი. აქვე დავძენ, რომ მადლობა ღმერთს, ჩვენს კლასში მოტივაციის პრობლემა არ არის და ყველას სურვილია izrune.ge-ში მონაწილეობა კვლავ და კვლავ განაგრძონ. ჩვენი სკოლის პედაგოგები და დირექცია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოსწავლეებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ.



- ქალბატონო  ნატალია, რას ფიქრობთ, რამდენად საპასუხისმგებლო როლი გიკავიათ მოსწავლის ცხოვრებაში, როგორც დამრიგებელს?

- თავად მოსწავლეების ნათქვამს გეტყვით - „თქვენ მეორე დედა ხართო“ მეუბნებიან და როდესაც, ბავშვები აღგიქვამენ ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ ცხოვრებაში, ადამიანად და პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებ. მასწავლებლობა და მით უმეტეს დამრიგებლობა ძალიან საპასუხისმგებლოა. უპირველეს ყოვლისა მოსწავლესთან ურთიერთობისთვის ნდობის მოპოვებაა საჭირო და ასევე, სიყვარული. ვფიქრობ, ეს ორი კომპონენტია ამოსავალი წერტილი ყველა ურთიერთობაში. მქონია შემთხვევა, როდესაც მოსწავლე თავდაპირველად ძალიან ჩაკეტილი იყო, თუმცა მასთან ინდივიდუალური მუშაობითა და მიდგომებით დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობს. გარდა, იმისა რომ საგნის მასწავლებელი უნდა იყო, დამრიგებელი ასევე საჭიროა ეცნობოდე ბავშვის სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ფაქტორებს, რათა თუ მოსწავლეს ერთ კომპონენტი მაინც აკლია ისე მივუდგეთ, რომ დანაკლისი ავუნაზღაუროთ. ჩვენი კლასის დევიზია - „ძალა ერთობაშია“ და ერთობლივი დაუღალავი შრომით ამ სლოგანს ვფიქრობ, ვამართლებთ.


რას ამბობენ ჩვენზე