izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
15 მარტი, 2022
„მოსწავლეებისთვის მიღებული ვარსკვლავები და სერტიფიკატები წამახალისებელია“ - ნათია ქედელიძე
izrune.ge-ს პრიორიტეტი მოსწავლე და მისი განვითარებაა. ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნა პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავია. აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. რადგან მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. ასე ისინი მოსწავლეებს დამატებით მიზანსა და განვითარების გზას უსახავენ.

სწორედ ასეთი პედაგოგია ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელი ნათია ქედელიძე. მისი კლასი izrune.ge-ში უკვე 3 წელია რაც ჩართულია. ამბობს, რომ ტესტები მოსწავლეებს მოტივაციას უქმნის და გამოცდების შიშსა და ღელვას უქრობს. დამრიგებლის თქმით, მასწავლებლობა ის საქმეა, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. მისთვის ყველაზე მთავარი კი ის არიას, რომ მოსწავლეების ინდივიდუალური თვისებები და საჭიროებები ამოიცნოს, რადგან სხვანაირად შესაძლოა ბავშვი სკოლას დაშორდეს. პედაგოგის საზრუნავი მოსწავლეებია და სწორედ ამიტომაც მისი კლასი განსაკუთრებულად აქტიურად ერთვება ტესტირებაში.

- რამდენი ხანია, რაც izrune.ge-ში ჩაერთეთ?

- „იზრუნეში“ მესამე წელია, რაც ჩართული ვართ. ამ ტესტებით პირველი კლასიდან ყველა მოსწავლე სარგებლობდა, მეორე კლასში ცოტა პასიურობდნენ, თუმცა მესამე კლასიდან  29 ბავშვიდან 15-16 ვიაიპი პაკეტით სარგებლობს, დანარჩენები კი დროდადრო მუშაობენ. ჩვენთვის პირველ კლასში ეს იყო ერთგვარი გამოწვევა იყო, გადაგვემოწმებინა საკუთარი ცოდნა, რას და რამდენად ითვისებდნენ მოსწავლეები და როგორ იყვნენ ჩართული სასკოლო მეცადინეობებში. აღსანიშნავია, რომ მეორე კლასში მშობლების დაინტერესება უფრო მაღალი იყო, რადგან პანდემიიდან გამომდინარე მათ ბავშვებთან ურთიერთობა მეტად უწევდათ. მოსწავლეებისთვის მიღებული ვარსკვლავები და სერტიფიკატები ერთგავარად წამახალისებელი იყო და შეიქმნა კონკურენტული გარემო - მოსწავლეები ინტერესდებოდნენ ვინ რამდენ ვარსკვლავს დააგროვებდა, ვინ რამდენ ქულას მიიღებდა და სწორ პასუხს დააგროვებდა. ეს მათთვის მოტივაციის წყარო იყო. 



- ტესტირებისთვის მომზადების პროცესი როგორია, მოსწავლეები თვითონ იჩენენ ინიციატივას თუ თქვენ გიწევთ შეხსენება?

- „იზრუნეს“ მენეჯერთან აქტიური მიმოწერა მაქვს, ის მასალებით მამარაგებს მე მოსწავლეებს ვუგზავნიდი და ისინი ტესტირებისთვის ემზადებიან. რა თქმა უნდა, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მოსწავლე არ მონაწილეობდა ტესტირებაში. ჩვენ ყოველ კვირას განვიხილავდით შესრუებულ ტესტებს, ვინ როგორი სერტიფიკატი მიიღო, შემდეგ კი ინტერესი სხვა მოსწავლეებმაც გამოხატეს. მიკავშირდებოდნენ, ინტერესდებოდნენ, ჩვენმა საერთი განხილვამ მათზე იმოქმედა. კლასში განვიხილავთ ტექსტებს, ახალ სიტყვებს, ასეთები სულხან-საბას ლექსიკონიდანაა. 

- არის რომელიმე საკითხი რისი შესრულებაც მოსწავლეებს უჭირთ ან უმარტივდებათ?

- არა, სიმართლე გითხრათ, არ უჭირთ, თავს კარგად ართმევენ. ვარსკვლავებსაც იმსახურებენ. მართლა დამოუკიდებლად მუშაობენ. ერთმა მოსწავლემ მითხრა მასწავლებელო რამდენიმე ქულა დამაკლდა, რომ ვარსკვლავები მიმეღოო და გულდაწყვეტილი იყო. ამით კი მე ვხვდები, რომ ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ და არა მშობლების კარნახით. 

- რაც ტესტირებაში ჩართული ხართ, ამ წლების განმავლობაში, მოსწავლეებთან წარმატება მოიპოვეთ, რა არის თქვენი მიზანი, რასაც გინდათ, რომ მიაღწიოთ?

- ჩემი მიზანია, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად გავიყვანო იმ შედეგზე, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს და მივაჩვიო გამოცდებს. მინდა, რომ მათთვის გამოცდა შიშთან და იმედგაცრუებასთან არ ასოცირდებოდეს. ისინი ეჩვევიან, რომ ნებისმიერ დროს თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად გამოყენება შეუძლიათ. ეჩვევიან სისწრაფეს და დროის ფაქტორს ითვალისწინებენ.  



- მშობლები რამდენად დაინტერესებული არიან ტესტების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- მათი დაინტერესება ძალიან მაღალია და  აქტიურად აგრძლებენ ტესტირებას, ეს ჩემი, მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი დამსახურებაა. რომ არა მათი სურვილი მოსწავლეები ტესტებზე მუშაობას ამ დრომდე არ გააგრძელებდნენ. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ დაინტერესება ძალიან მაღალია. 

- როგორ ხედავთ მოსწავლეთა განვითარების პროცესში დამრიგებლების როლს?

- დამრიგებლის როლი მოსწავლეთა ცხოვრებაში ძალიან მნიშვლოვანია. მე სწორად რომ არ მიმეწოდებინა მშობლებისა და ბავშვებისთის ინფორმაცია, ერთეულები იქნებოდნენ, ვინც ამ პროექტში ჩაერთვებოდნენ. გამოვიწვიე მათში დაინტერესება, მათაც ფეხი ამიწყვეს და ასე ერთობლივად მოვდივართ. ზოგადად, დამრიგებელმა უნდა ამოიცნოს მოსწავლეების ინდივიდუალური თვისებები და საჭიროებიები. თუ არ იცი ბავშვის ფსიქოლოგია და მიდგომა, შეიძლება მოსწავლე საგანს და სკოლას დააშორო. 

- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო მოსწავლეებს ისედაც არ უწევთ ბევრ აქტივობაში მონაწილეობა?

- „იზრუნეს“ ტესტები მოსწავლეებისთვის პანდემიისას ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აძლევდა განმავითარებელ შეფასებას და ვფიქრობ, რომ ეს მშობლებისთვისაც ძალიან საინტერესო იყო. მათ დაინახეს რა იცოდნენ ბავშვებმა.  ტესტებში სულხან-საბას ნაწარმოებებიც იყო, მოსწავლეები ლექსიკურ მარაგს იმდიდრებდნენ და ეს მათთვის სასიამოვნო იყო და დიდი ინტერესი გამოიწვია.


რას ამბობენ ჩვენზე