izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
25 თებერვალი, 2022
„izrune.ge-ში ჩართვა ჩვენთვის წინგადადგმული ნაბიჯია“ - ლია კოტრიკაძე
izrune.ge- ს მთავარი მისია მოსწავლეებზე ზრუნვა და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა; სწორედ ამიტომ, ყველაზე მზრუნველი პროექტი მუდმივად ცდილობს, ერთგულ იზრუნელებს საინტერესო პროექტები შესთავაზოს, რათა მათ აუმაღლდეთ განათლების მოტივაცია. განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ კლასის დამრიგებლები ზუსტად გრძნობენ თანამედროვე საგნამანათლებლო მოთხოვნების მაჯისცემას და izrune-ge-ს მხარდამხარ, ყოველდღიურად ზრუნავენ საკუთარი მოსწავლეების განვითარებაზე.

სწორედ ასეთი პედაგოგია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურის საჯარო სკოლის Vა კლასის დამრიგებელი ლია კოტრიკაძე, რომელიც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად აქტიურად  არის კლასთან ერთად ჩართული პროექტში და მუდმივად კლასის მოტივაციაზე ზრუნავს.

ლია კოტრიკაძე თავისი მოსწავლეებისთვის არამხოლოდ პედაგოგი და დამრიგებელია, არამედ პატარების უფროსი მეგობარი, მხარდამჭერი და წამახალისებელი. მისი ყოველდღიური მუშაობით, ბავშვები სწავლა-განათლებაში დიდი შედეგების მიღების გარდა, ღირსეულ ადამიანებადაც იზრდებიან.

- როგორ დაიწყო თქვენი და izrune.ge-ს თანამშრომლობა და ურთიერთობა?

- პროექტის შესახებ თქვენი თანამშრომლებისგან შევიტყვე, რომლებიც ახლაც ხშირად მიკავშირდებიან და სისტემატურად მაწვდიან ინფორმაციას ტესტის თემატიკისა და სხვა დეტალების შესახებ. მე მანამდე მე-12 კლასი მყავდა და არ ვიყავი ჩართული izrune.ge -ში.

- როდესაც შემოთავაზება მიიღეთ, ყველაზე მეტად  რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი?

- ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, რომ რაღაც თემატიკა იქნებოდა და სხვადასხვა საკითხის ირგვლივ იქნებოდა კითხვები. ჩავთვალე, რომ მოსწავლეები იქნებოდნენ მობილიზებულები და ეს მოტივაციას აუმაღლებდათ. როდესაც მიიღებენ კარგ შედეგებს მიგზავნიან, მახარებენ. ეს მოლოდინიც მქონდა, რომ გაუხარდებოდათ და თავისუფალი თემა იქნებოდა და თუ სხვა რამ, თავის შესაძლებლობებში დარწმუნდებოდნენ, ამიტომ ჩავერთეთ ამ პროექტში. ეს არის ჩვენთვის წინგადადგმული ნაბიჯი.



- როგორ ემზადებით izrune.ge-ს ტესტებისთვის? რაიმე რიტუალი ხომ არ გაქვთ?

- ბავშვები საკმაოდ მოტივირებულები არიან და მოლოდინიც პოზიტიური აქვთ. მათი ქულებით არ ვარ უკმაყოფილო, საკმაოდ ეფექტურად ართმევენ თავს, უბრალოდ შეიძლება ტექნიკურმა ხარვეზმა შეაფერხოთ ხანდახან, რაც შეიძლება ინტერნეტის მოწოდების ხარისხით ან ტექნიკის გაუმართაობით იყოს გამოწვეული.
პანდემიის გამო ონლაინზე ძალიან ხშირად ვართ და ეს გარკვეულწილად ხელს გვიშლის. მაგრამ თუ კარგ შედეგებს მიიღებენ ბავშვები, კლასის წინაშე შექება და წახალისება მნიშვნელოვანია.

- რას აძლევს მოსწავლეს izrune.ge-ს ტესტები? მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ პანდემიის გამო ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა არ უწევთ?

- პირველ რიგში იმას, რომ გამუდმებით ვარჯიშობენ და ემზადებიან, ეს მოლოდინი ძალიან კარგია, ტონუსში არიან და ემზადებიან, ამის გარდა იძენენ უნარ-ჩვევებს, რაც ტესტის კეთებას სჭირდება, დროის გარკვეულ მონაკვეთში მობილიზებას, სისხარტეს და ა.შ. მყავს მშობლებიც, რომლებიც რა თქმა უნდა დაინტერესებული არიან თავიანთი შვილების შედეგებითა და მიღწევებით, მეც ყველანაირად გვერდით ვუდგავარ მათ და რითაც შემიძლია ვეხმარები.

- ქალბატონო  ლია, რას ფიქრობთ, რამდენად საპასუხისმგებლო როლი გიკავიათ მოსწავლის ცხოვრებაში, როგორც დამრიგებელს?

ვფიქრობ, რომ დამრიგებლის როლი მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ყველასთან ძალიან ახლოს უნდა ვიყო და უნდა მენდობოდნენ, ასევე ეს ნდობადამსახურებულად უნდა მქონდეს, რომ რაღაც არ გამომეპაროს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში  ჩამოყალიბდნენ ძალიან კარგ ადამიანებად.


რას ამბობენ ჩვენზე