izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
09 თებერვალი, 2022
„იმის მიუხედავად, რომ პირველკლასელები არიან, სიხარულით აკეთებენ izrune.ge-ს ტესტებს“ - სოფიო გაფრინდაშვილი
izrune.ge-ს პრიორიტეტი ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნაა. პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავიც სწორედ მოსწავლეა. ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებით პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ ბავშვები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. ასე ისინი მოსწავლეებს დამატებით მიზანსა და განვითარების გზას უსახავენ.

სწორედ ასეთი მზრუნველი პედაგოგი და დამრიგებელია ქალაქ თბილისის N112 საჯარო  სკოლის 1ბ კლასის დამრიგებელი სოფიო გაფრინდაშვილი. ის დიდი ხანია izrune.ge-სთან თანამშრომლობს ჩართული და ეს უკვე მისი მეორე სადამრიგებლო კლასია, რომელიც პროექტში აქტიურად ჩართო. მას მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულაბა აკავშირებს, შესაბამისად მოსწავლეები მის მითითებებსა და რჩევებს ითვალისიწინებენ.

- როგორ დაიწყო თქვენი და izrune.ge-ს ურთიერთობა და თანამშრომლობა?

-  izrune.ge-ს შესახებ დიდი ხანია ვიცი. ჩემი ურთიერთობა თქვენთან დაიწყო წლების წინ, როცა ეტალონმა გამოაცხადა  კონკურსი ხელნაკეთი ნაძვის ხეების და ჩემმა  ნაძვის ხემ გაიმარჯვა. ჩემი წინა სადამრიგებლო კლასიც ჩართული იყო ამ შესანიშნავ პროექტში, ახლა ისინი მე-5 კლასში არიან. ყოველდღიურად ვადევნებ თვალს თქვენს გვერდს. შესაბამისად ვიყავი დაინტერესებული და სურვილიც მქონდა წელსაც ჩამერთო ბავშვები, რომლებიც ახლა პირველ კლასში არიან და სიხარულით, აქტიურად აკეთებენ izrune.ge-ს ტესტებს.



- როგორ ემზადებით ტესტირებისთვის. პირველკლასელებთან რთული არ არის ამ ფორმატში მუშაობა?

-  რა თქმა უნდა წინასწარ ვვარჯიშობთ, ვაწერინებ ტესტურ დავალებებს, ვასწავლი ღია და დახურულ კითხვებს. აუცილებლად დაწვრილებით განვიხილავთ თითოეულ დავალებას და კითხვას, ვის რა გაუჭირდა ან ვერ გაიგო, იმის მიხედვით ვემზადებით. ტეტსტებს რომ  წერენ იმდღესვე მიგზავნიან, მიყვებიან რაც შეხვდათ რა დაიმახსოვრეს და შემდეგ განვიხილავთ, ვმსჯელობთ. ნახევარი კლასია ჩართული ამჟამად izrune.ge-ში. 

- მშობლები რამდენად არიან დაინტერესებულები ტესტირების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- მშობლებიც რა თქმა უნდა დაინტერესებული არიან, ბავშვები მარტო ვერ ჩაერთვებიან, ამაში უფროსების დახმარება სჭირდებათ. ამის შემდეგ მშობლებსაც უჩნდებათ ინეტერესი და მოტივაცია, რაც აისახება მათ შვილებზე, ამიტომ  დიდი სიხარულით მიიღეს. ისედაც, სასწავლო პროცესშიც აქტიურად არიან მშობლები ჩართული.

- თქვენ თუ გაქვთ მოსწავლეებისთვის წამახალისებელი აქტივობები?

- დიახ, ვუკეთებ ფერადი ფურცლებით სიგელებს, „სმაილებს“. ქულებს მართალია არ ვწერთ, მაგრამ სიტყვიერად აუცილებლად აღვნიშნავთ თითოეულის წარმატებას. მაგალითად ვეუბნებით, რომ შენ ამ პასუხით დაიმსახურე 10 ქულა და ა.შ. ხშირ შემთხევავში ბარათებს ვჩქუნი ხოლმე  სიგელის სახით.

- როგორ ფიქრობთ, რა როლის აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებში ხშირად მონაწილეობა არ უწევთ?

- შეიძლება ყველა ბავშვმა კარგად ვერ დაწეროს ტესტი, მაგრამ დამოუკიდებლობას სწავლობენ, საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებიან, მეტად ახდენენ მობილიზებას. ამის გარდა ეს ერთგარი მოტივაცია და სტიმულის მიმცემია მოსწავლეებისთვის.

- ქალბატონო სოფიო, როგორ ფიქრობთ რამდენად საპასუხისმგებლო როლი გიკავიათ მოსწავლის ცხოვრებაში, როგორც დამრიგებელს?

- ვფიქრობ რომ დიდი როლი მაქვს არამარტო მე, არამედ თითოეულ მასწავლებელს. ჩვენ არამარტო გაკვეთილებს ვასწავლით, არამედ მეგობრობას, ურთიერთობას. მარტო მასწავლებელი არ ვარ, მათი მეგობარიც ვარ. თუ არ არის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორი მეგობრობა, იქ ვერაფერს ვერ ისწავლიან, არც სკოლაში მოსვლა არ გაუხარდებათ. უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობა და შედეგიც იქნება.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი მოსწავლეების წარმატება იმ ბავშვებს ვინც ჯერ izrune.ge-ში არ არის ჩართული, მოტივაციას მისცემს?

- მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასე იქნება, იმიტომ, რომ კარგი კლასი მყავს, ყოჩაღი ბავშვები არიან, ახლა დისტანციურზე ვართ და შემდეგში, როდესაც დავბრუნდებით კლასში, აუცილებლად შემოგვიერთდებიან.


რას ამბობენ ჩვენზე