03 ნოემბერი, 2017
ბორჯომში ვაშლოვანის ქუჩაზე არსებულ ჩიხებში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
ბორჯომში ვაშლოვანის ქუჩაზე არსებულ ჩიხებში გზების კეთილმოწყობის
სამუშაოები დასრულდა. რკინა-ბეტონის საფარი 6 ჩიხში დაიგო. გზის გასწვრივ
მოეწყო ასევე სანიაღვრე ღარები, ცხაურები და ეზოებში შესასვლელები.
ვაშლოვანის დასახლებაში გზის მოწყობის სამუშაოები არასოდეს
განხორციელებულა. მოსახლოებას წლების მანძილზე გრუნტის გზით უწევდა
სარგებლობა.
პროექტის ფარგლებში მასშაბური სამუშაოები განხორციელდა მესხეთისა
და ნიკოლაძის ქუჩებზე. მესხეთის ქუჩაზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო,
ნიკოლაძის ქუჩაზე კი არმირებული ბეტონის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.