izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
06 იანვარი, 2022
„მშობლები ამბობენ ხოლმე, ხუთშაბათი დღეა და ავჟრიამულდებითო“ - ლედი ელიაშვილი
izrune.ge-ს პრიორიტეტი მოსწავლე და მისი განვითარებაა. ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნა პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავია. აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. რადგან მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. ასე ისინი მოსწავლეებს დამატებით მიზანსა და განვითარების გზას უსახავენ.

სწორედ ასეთი პედაგოგია ლედი ელიაშვილი თბილისის N71 საჯარო სკოლის მე-4ა კლასის დამრიგებელი. ის 27 წელია, რაც პედაგოგია.  izrune.ge-ში იმ დღიდან ჩაერთო, რაც სკოლის დირექტორმა ამ პროექტის შესახებ უთხრა, მას შემდეგ 4 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში კი არაერთ წარმატებას მიაღწიეს, მიიღეს „სუპერ კლასისა“ და „მომავლის კლასის“ ტიტულები.

- რამდენი ხანია, რაც izrune.ge-ში ჩაერთეთ?

- ჩვენ izrune.ge-ში პირველი კლასიდან ჩავერთეთ, ახლა უკვე მე-4 წელია, რაც ტესტებს ვასრულებთ. ამ დროის განმავლობაში, ყოველთვის „სუპერ კლასისა“ და „მომავლის კლასის“ ტიტულს ვიღებთ. ადრე, როდესაც პანდემია არ იყო, დაჯილდოებაზე განათლების სამინისტროში ვიყავით. აქტიურობენ ბავშვებიც და მშობლებიც. ჩვენ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ და ხუთშაბათიც საკმაოდ ხალისიანად გდის.



- ტესტირებისთვის მომზადების პროცესი როგორია, მოსწავლეები თვითონ იჩენენ ინიციატივას თუ თქვენ გიწევთ შეხსენება?

- მოსწავლეები ყოველ ხუთშაბათს ელოდებიან, მათ იციან, რომ ეს დღე ტესტირებისაა. ლიტერატურას წინასწარ ვეცნობით და ვემზადებით. თუ რომელიმეს რაიმე შესაბამისი ლიტერატურული რესურსი არ აქვს, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ.
კლასში 29 მოსწავლეა და ყველა მათგანი ტესტირებაში აქტიურადაა ჩართული. პირველი კლასის პირველივე დღიდან, არც ერთს არც ერთი თვე არ ჩაუგდია. კლასი izrune.ge-ში ყოველთვიურად 100% ჩართული იყო.
არის ხოლმე რაღაც საკითხები, რასაც კითხვის ნიშნები დაესმის ხოლმე. რაც ამ პროექტში განსაკუთრებულად მომწონს არის ის, რომ ბავშვები ინფორმაციისა და კითხვებზე პასუხების მოძიებას სწავლობენ. სახელმძღვანელოებში ხშირად წერია, ინფორმაცია უნდა მოიძიონ, izrune.ge-მ ეს გააადვილა, ბავშვებმა იციან როგორ და სად უნდა ნახონ ინფორმაცია. შედეგად, თქვენი და ჩვენი სკოლის თანამშრომლობამ ძალიან კარგ შედეგამდე მიგვიყვანა.

- რაც ტესტირებაში ჩართული ხართ, ამ 4 წლის განმავლობაში, არაერთი წარმატება მოიპოვეთ, რა არის თქვენი მიზანი, რასაც გინდათ, რომ მიაღწიოთ?

- პირველ რიგში, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია - ურთიერთობებიც შეიცვალა. როდესაც საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, რაღაც საკითხს განიხილავენ, სხვა არის და როდესაც ასე დამატებით აქტივობას ახორციელებ, ეს სხვა მოტივაციას აძლევს მათ. თვითონ სიტყვა „სუპერ კლასიც“ იმდენად მოსწონთ და იმდენად უნდათ ყოველთვიურად წარმატებულები იყვნენ, რომ ამისთვის თავს არ ზოგავენ. „მომავლის კლასი“ - ამაში რაღაც მიზანს ხედავენ და ამისკენ ისწრაფვიან. ამაყად ვამბობ, რომ არც ერთი თვე არ ჩაგვიგდია.

- მშობლები რამდენად დაინტერესებული არიან ტესტების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- ჩატი გვაქვს, სადაც მშობლები ერთმანეთს ეკონტაქტებიან. ისინი პროცესში ძალიან აქტიურად ერთვებიან, დაინტერესებულები არიან. ჩატში იწერება ხოლმე თუ ვინმეს რამე შეეშალა და უნდათ, რომ გამოასწორონ. 95 ქულასაც რომ მიიღებენ იმდენად განიცდის ხოლმე ზოგი, რომ რატომ 100 არაა. რამდენიმე მშობელს ჰქონდა პრეტენზია, რომ კითხვები ასაკობრივად შესაფერისი არ იყო, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, რომ ბავშვებმა თვითონაც უნდა მოიძიონ ინფორმაცია და ამით მეტად განვითარდნენ. ძალიან მომწონს, რომ სკოლა, ოჯახი, საზოგადოება - რაღაც სამკუთხედი შეიკრა და  მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის დირექტორ ბატონ პაატა ჩორგოლაშვილს, რომელმაც ამ პროექტში აქტიურად ჩართვის საშუალება მოგვცა. დირექტორი ძალიან დაინტერესებულია, ეს ბავშვებისთვისაც სტიმულია და ახარებთ.

- როგორ ხედავთ მოსწავლეთა განვითარების პროცესში დამრიგებლების როლს?

- ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ დამრიგებელი მშობლებს როგორც მიაწვდის ინფორმაციას ნებისმიერი რამის მიმართ, ისე მიუდგებიან ისინიც. დამრიგებლის როლიც არის სწორად მიაწოდოს ინფორმაცია მათი შვილებისთვის რა შედეგს გამოიღებს ესა თუ ის აქტივობა. უნდა იცოდნენ სად ვართ სად მივალთ. მათ შედეგი უნდა დაინახონ. რაც izrune.ge-ს ტესტებს ასრულებენ, ვამბობთ, რომ ბავშვები გაიზარდნენ, საუბრობენ ისეთი საკითხებზე, რაზეც იზრუნეში კითხვა დაისვა. მეუბნებიან, ეს კითხვა იყო, მე ეს პასუხი გავეციო. მათ მსჯელობა ისწავლეს, შემეცნებით კითხვებს სვამენ და მეც ჩართული ვარ, იმ მხრივ, რომ მინდა აქტიურები და წარმატებულები იყვნენ. თავიდან „მეგობრული კლასი“ დაგვერქვა და ბავშვებსაც შეეტყოთ, თითქოს გაერთიანდნენ. სულ ვთანამშრომლობთ მშობლებთან, ერთი ამბავია, აბა, არ დაგვავიწყდესო. ოჯახიც რომაა ჩართული ესეც მომწონს, მშობელსა და ბავშვს დამღლელი დღის შემდეგაც რომ ერთად სვამს - ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მგონია.

- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო მოსწავლეებს ისედაც არ უწევთ ბევრ აქტივობაში მონაწილეობა?

- პანდემიის დროს, თავიდან, ონლაინ ვიყავით და ხშირად გაკვეთილების მერე დრო გამომიყვია, რათა ტესტირებისთვის მოვმზადებულიყავით. პანდემიამ ფიზიკური ურთიერთობები შეწყვიტა და ვირტუალურ სამყაროში გადაგვიყვანა, შეიძლება ითქვას, რომ izrune.ge-ს ტესტებმა ბავშვებს, გაკვეთილის შემდეგ, ერთმანეთთან საუბარი არ დაავიწყა. ისინი ტესტებთან დაკავშირებით საუბრობდნენ, ხუთშაბათს ელოდებოდნენ. მშობლები იტყვიან ხოლმე, ხუთშაბათი დღეა და დღეს ავჟრიამულდებითო. ბავშვებს უნდათ, რომ მაღალი ქულა მიიღონ და ყოველთვის წარმატებულები იყვნენ.


რას ამბობენ ჩვენზე