izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
30 დეკემბერი, 2021
„izrune.ge ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი პროექტია, ბავშვებს მოტივაციასთან ერთად განათლებასაც აძლევს“ - ნათია სარჯველაძე
წარმატებისკენ ბიძგი, მოტივაციის ამაღლება და წახალისება - სწორედ ეს არის izrune.ge-ს დანიშნულება და მისია. აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. რადგან მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. 

სწორედ ასეთი პედაგოგია ბათუმის N14 საჯარო სკოლის IIIვ კლასის დამრიგებელი ნათია სარჯველაძე. ქალბატონი ნათია აწ უკვე მესამე კლასელებს პირველი დღიდანვე ხელმძღვანელობს, კლასი სამჯერ  (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) გახდა სუპერ კლასის ტიტულის მფლობელი, მოსწავლეებს კი  ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. პედაგოგი აპირებს, რომ სტატუსი არათუ შეინარჩუნოს, თავის მოსწავლეებთან ერთად უფრო მაღალ საფეხურებს დაეუფლოს.



- როგორ დაიწყო თქვენი და izrune.ge-ს ურთიერთობა, როდის ჩაერთეთ პროექტში?

- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ izrune.ge ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი  პროექტია, ბავშვებს მოტივაციასთან ერთად განათლებასაც აძლევს, განსაკუთრებით პანდემიის რთულ პერიოდში იზრდება მისი მნიშვნელობა. ჩვენ პირევლივე კლასიდან ვართ ჩართული მასში. თავდაპირველად, როცა პროექტი დაიწყო, ჩემი კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ ძნელაძე იყო პირველი გამარჯვებული მთელი სკოლიდან და რა თქმა უნდა და ბედნიერებით შევხვდით ამ ამბავს და წარმატების სიხარული ეს მთელ სკოლას გადაედო. ამის შემდეგ უფრო აქტიურად ჩავერთეთ და მივყვებით დღემდე. რამდენჯერმე გავხდით სუპერ კლასის ტიტულის მფლობელი და გვსურს, რომ ასე გავაგრძელოთ. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის.



- ასეთი შედეგის მიღწევა დიდ შრომას მოითხოვს, როგორია თქვენი გამოცდილება, როგორ ახრეხებთ, რომ ასეთი მობილიზებულნი იყვნენ თქვენი მოსწავლეები? 

- izrune.ge-ს მენეჯერი კვირის დასაწყისში გვაცნობებს თუ როგორი იქნება ტესტი, რაზე გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენც ცალკე გვაქვს მშობლების ჯგუფიც, სადაც შემდეგ ამ ყველაფერს განვიხილავთ. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მშობლების დამსახურებაცაა ეს შედეგები, მარტო ვერაფერს ვერ გავხდებოდი. ეს პროექტიც სწორედ ამაზეა დაფუძნებული, რომ გუნდური მუშაობით - მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა მივაღწიოთ ყველაფერს. როდესაც ტესტს გავივლით, შემდეგ ყოველთვის ვმსჯელობთ ამის შესახებ - თუ რა იყო მარტივი, რა იყო რთული. ამას ბავშვები საკმაოდ აქტიურად და მხიარულად აკეთებენ.

- შედეგების მოლოდინი როგორია, რა ემოცია გაქვთ თქვენ და მოსწავლეებს, თუ იაზრებენ ბავშვები მიღწეული წარმატების მნიშვნელობას, როგორ მოქმედებს მათ მოტივაციაზე სუპერ და მომავლის კლასის ფლობა?

- როდესაც ტესტს აკეთებენ ბავშვები, ფოტოების სახით ვაგროვებ მათ შედეგებს და ვაჩვენებ ვინ რამდენი ქულა აიღო, ვის რა გაუჭირდა. კლასშიც რომ ამას განვიხილავთ, ბავშვებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, მაგალითად შემდეგ ხუთშაბათს რომ უფრო მეტი იმუშაონ და მეტი ქულა აიღონ. რა თქმა უნდა ამაყობენ და გულწრფელი სიხარულით უზიარებენ ყველას თავიანთ წარმატებას, მე კიდევ მიხარია, რომ ჩვენი ერთობლივი შრომა გვიფასდება და ეს კიდევ მეტ სტიმულს მაძლევს, რომ წინ წავიდეთ.



- izrune.ge-ს ტესტებზე რას გვეტყოდით, როგორ შეაფასებდით, თქვენი დაკვირვებით, რა შეცვალა მოსწავლებში ამ პროექტში ჩართვამ?

- izrune.ge-ს ზოგადად ყველა კლასზე მორგებული, შინაარსობრივად ზუსტად დალაგებული და მრავალფეროვანი ტესტები აქვს.  რა თქმა უნდა, ვაკვირდები ამ პროცესებს და ვხედავ რომ ბავშვები იზრდებიან როგორც გონებრივად, ასევე მოტივაციაც ემატებათ. უნდათ, რომ უფრო მეტი წაიკითონ და კარგი შედეგი აიღონ. ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა თითოეული ტესტი და გამარჯვება. ბავშვებიც აღფრთოვანებული არიან წარმატებით, მათ უფრო მეტი შანსი ეძლევათ რომ მაღალ საფეხურზე ავიდნენ. ჩვენ მომავლის კლასთან ერთად გვინდა რომ საქართველოს გამორჩეულ კლასებს შორის მოვხვდეთ. მათი შემართება ხომ გადაედება სხვა კლასებს, სკოლას და აისახება მათ შედეგებზე. მიზანი ესაა - წარმატებული ვიყოთ და ამის მაგალითი სხვებმაც გადაიღონ და გაიზიარონ.



- ახალი წელი მოგვადგა კარს, საახალწლო სამზადისი და განწყობა როგორია თქვენთან?

- დღეს არსებული სიტუაცია ყველამ ვიცით, რომ მაქსიმალურად შეზღუდულები ვართ რეგულაციებით, თუმცა როგორ შეიძლება ბავშვებს არ უყვარდეთ ახალი წელი, ცეკვა-თამაში და სიმღერა. ამის გარეშე ეს დღე წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა ფართო ღონისძიებას ვერ ვგეგმავთ, მაგრამ გვექნება საახალწლო ფლეშმობი, დიდი სიხარულით ვემზადებით. ბავშვებისთვის ეს მცირედიც კი სიხარულის მომნიჭებელია

რადგან პანდემია ვახსენე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ izrune.ge-ს  ტესტები საშუალებას გვაძლევს, რომ არ ამოვვარდეთ რეჟიმიდან, მუდმივად ვიყოთ მომზადებული, მუდმივად წავიკითხოთ, მოვიძიოთ ინფორმაცია, რომ ხუთშაბათის ტესტისთვის მზად ვიყოთ, არ ჩამოვრჩეთ წერასაც და კითხვასაც. ძალიანდ დიდი როლი აკისრია izrune.ge-ს ამ კუთხითაც. მადლობა თქვენ, მთელს გუნდს, რომ ზრუნავთ მოსწავლეებზე. წარმატებული და ბედნიერი წელი მინდა გისურვოთ.


რას ამბობენ ჩვენზე