03 ნოემბერი, 2017
ბორჯომში ბოლო 3 წლის განმავლობაში 53 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუაშოები ჩატარდა
ბორჯომში ბოლო 3 წლის განმავლობაში 53 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუაშოები ჩატარდა.
მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა როგორც ქალაქში ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.
რიგ
სოფლებში, სადაც მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტის გზით უწევდა
სარგებლობა რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე
ამორტიზებულ ასფალტობეტონის საფარს.
მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა საფეხმავლო ბილიკების
კეთილმოწყობისათვისაც. ცენტრალური გზის გასწვრივ სრულად განახლდა ფეხით
სავალი ნაწილი.
პროექტები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
სამუშაოებისთვის 9 მილიონზე მეტი ლარი გაიხარჯა.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ბორჯომის
მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ კუთხით
სამუშაოები წლის ბოლომდე აქტიურად გაგრძელდება.