izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
12 ნოემბერი, 2021
„Izrune.ge ზოგადი განათლებისთვის აუცილებელია“ - თბილისის N149 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა კეკელია
Izrune.ge- ს მთავარი მისია მოსწავლეებზე ზრუნვა და მათთვის განათლების მოტივაციის ამაღლებაა; სწორედ ამიტომ, ყველაზე მზრუნველი პროექტი მუდამ ცდილობს, რომ ერთგულ და გამორჩეულ იზრუნელებს საინტერესო პროექტები შესთავაზოს, რათა თითოეულმა მათგანმა ხარისხიანი და საფუძვლიანი განათლება მიიღოს. განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ კლასის ხელმძღვანელები izrune.ge-ს მხარდამხარ, საკუთარი მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

პროფესიისადმი თავდადებისა და მოსწავლეებისადმი დიდი სიყვარულის მაგალითი თბილისის N149 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა კეკელიაა, რომელიც მომავალი თაობის განათლებაზე უკვე ოცდაათი წელია რაც აქტიურად ზრუნავს.

მზრუნველი პედაგოგის, ნანა კეკელიას თქმით izrune.ge არის პროექტი, რომელიც მოსწავლეების ზოგად განათლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მუდამ ფიქრობს. მისივე თქმით, იზრუნეს ტესტებს შვილებთან ერთად მშობლებიც აქტიურად აკეთებენ, რაც ნამდვილად არის იმის მანიშნებელი თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტია izrune.ge. პედაგოგი როგორც მოსწავლეებს, ისე მშობლებს აქტიურად ურჩევს იზრუნელები გახდნენ.

- ქალბატონო ნანა, რამდენად მოსწონთ თქვენს მოსწავლეებს izrune.ge-ს ტესტები?

- აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ izrune.ge როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს ძალიან მოსწონთ. თავად მშობლები მეუბნებოდნენ იმდენი ახალი რამ გავიგეთ ტესტების საშუალებით, რომ ჩვენთვისაც ძალიან კარგი იყოო. მოსწავლეები ყოველ ხუთშაბათს დიდი მონდომებით ელიან. ჩემი მოსწავლეები ძალიან აქტიურად არიან izrune.ge-ს სხვადასხვა პროექტებში ჩართულები და მინდა აღვნიშნო, რომ ეს მათი მშობლების დამსახურებაცაა, რადგან შვილებს ძალიან უწყობენ ხელს, რათა ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო გაიღრმავონ.



 - მაშინ როდესაც ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა და სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ასეთ დროს რა როლი აქვს არაფორმალური განათლების ისეთ პროექტს, როგორიც არის izrune.ge?  

- ნამდვილად ვფიქრობ, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე izrune.ge მოსწავლეების ზოგადი განათლებისთვის აუცილებელი პროექტია. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ პედაგოგები მოსწავლეებთან ახლა შეზღუდულები ვართ და ძალიან მცირე დროით გვიწევს მათთან კონტაქტი. izrune.ge ზრუნავს, რომ ესა თუ ის დანაკლისი ბავშვებს აუნაზღაუროს და დამატებითი ცოდნა თუ გამოცდილება მისცეს. მოგეხსენებათ, საკლასო ოთახში გატარებული ოცდაათი წუთი და მით უმეტეს ონლაინ სწავლების ოცი წუთი არ არის საკმარისი პედაგოგისთვის, რათა ბავშვთან ურთიერთობისთვის გეყოს. ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მასწავლებლები შეზღუდულები ვართ.

- ურჩევდით სხვა მოსწავლეებსაც izrune.ge-ს ტესტებში საკუთარი ცოდნისა და თავის გამოცდას?

- მე ყოველთვის izrune.ge-ს აქტიური მხარდამჭერი ვიყავი და ვარ. ჩემი მოსწავლეები, რომლებიც ახლა უკვე მეშვიდე კლასში არიან იმ პერიოდიდან მოყოლებული ვიცი ამ პროექტის შესახებ. რა თქმა უნდა ვურჩევდი ბავშვებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ izrune.ge-ს ტესტებში, რათა საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო მეტად გაიღრმაონ.

- ქალბატონო ნანა, როგორ ფიქრობთ რა როლი აქვს იზრუნეს მოსწავლის ზოგადი განათლებისთვის?

- მე როგორც პედაგოგს მიმაჩნია, რომ ზოგადი განათლების მხრივ იზრუნე ნამდვილად საჭირო მოვლენაა. ბავშვები იზრუნეს გამო ყოველ ხუთშაბათს მართლაც დიდი ხალისით ელოდებიან.


რას ამბობენ ჩვენზე