izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
09 ნოემბერი, 2021
ტესტების მეშვეობით ბავშვები არაფორმალური განათლების მხრივ უდიდეს ცოდნას იღებენ
Izrune.ge- ს მთავარი მისია მოსწავლეებზე ზრუნვა და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა; სწორედ ამიტომ, ყველაზე მზრუნველი პროექტი მუდმივად ცდილობს, ერთგულ იზრუნელებს საინტერესო პროექტები შესთავაზოს, რათა მათ განათლების მოტივაცია აუმაღლდეთ. განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ კლასის დამრიგებლები ზუსტად გრძნობენ თანამედროვე საგნმანათლებლო მოთხოვნების მაჯისცემას და izrune-ge-ს მხარდამხარ, ყოვლედღიურად ზრუნავენ საკუთარი მოსწავლეების განვითარებაზე.

პროფესიისადმი თავდადებისა და მოსწავლეებისადმი უდიდესი სიყვარულის მაგალითი ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინე ლეკვეიშვილია, რომელიც მეთორმეტე წელია მოსწავლეების აღზრდაზე თავდაუზოგავად შრომობს. პედაგოგი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო izrune.ge-ს პროექტში - „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი - ქუთაისი“ და etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის ამ პროექტში მონაწილეობა საამაყოა.



ქალბატონმა ეკატერინემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის მეშვეობით მოსწავლეები უფრო მონდომებულები არიან, რომ მათი კლასი საქვეყნოდ ცნობილი გახდეს.

- ქალბატონო ეკატერინე, რას ნიშნავს თქვენთვის „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“  შორის ყოფნა?

- ძალიან საამაყოა, რომ ჩემი კლასის წარმატებაში გარკვეული წვლილი   მიმიძღვის. არაჩვეულებრივად ნიჭიერი, მონდომებული და შრომისმოყვარე მოსწავლეები მყავს; თითოეული მათგანს უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, რომ კარგი სწავლით კლასი ასახელოს. ვფიქრობ, ამ წარმატებას ნამდვილად იმსახურებენ.

- როგორ ფიქრობთ, მოსწავლეებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი პროექტია და „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“ შორის ყოფნა ბავშვებს აკისრებს თუ არა გარკვეულ პასუხისმგებლობას?

- ბავშვების მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. უფრო მონდომებულები იქნებიან, რომ მეტი გააკეთონ, რათა საქვეყნოდ გაითქვან სახელი და სხვებისთვის სამაგალითოები იყვნენ. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანი პროექტია და ამავე დროს საპასუხისმგებლოა, როდესაც „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“ შორის ხარ.

- დღეს ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა, სკოლების ნაწილი კვლავ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ასეთ დროს რა როლი აქვს არაფორმალური განათლების ისეთ პროექტს, როგორიც izrune.ge-ა?

- მაშინ როდესაც მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე იყვნენ და არიან გადასულები, ამ დროს izrune.ge მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იზრუნეს მეშვეობით ბავშვები არაფორმალური განათლების მხრივ უდიდეს ცოდნას და გამოცდილებას იღებენ. Izrune.ge-ს ტესტები როდესაც პირველად ვნახე მაშინვე დავინტერესდი, შემდეგ მშობლებს გავაცანი და მათი მხრიდანაც წამოვიდა დაინტერესება. ბევრი მეუბნება, რომ მათი შვილები იზრუნეს პროექტში დიდი ინტერესით მონაწილეობენ. მასწავლებლებს ონლაინ სწავლების ბავშვებთან ურთიერთობისთვის მცირე დრო გვაქვს და izrune.ge კარგი საშუალებაა, რომ მოსწავლეებმა სხვადასხვა განხრით ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმაონ.

- თქვენს მოსწავლეებს რამდენად მოსწონთ izrune.ge-ს ტესტები?

- ჩემი არაჩვეულებრივი მოსწავლეები ძალიან აქტიურად და ინტერესით აკეთებენ ტესტებს. ბევრ მათგანს მოსწონს ტესტებზე მუშაობა. მოგეხსენებათ ბავშვის ფსიქიკა... როდესაც გამარჯვების წყურვილი უჩნდებათ უფრო მეტს შრომობენ, კითხულობენ და სათანადო შედეგებსაც იღებენ. პირადად მე რამდენიმე მშობელმა მითხრა, რომ ძალიან კარგი ტესტებია, ბავშვები ინტერესით ადევნებენ თვალყურს და გამარჯვებისკენ ისწრაფვიანო. ეს ტესტები მრავალფეროვანია, მოსწავლე სხვადასხვა კუთხით ვითარდება და ზოგად განათლებას იღებენ.


რას ამბობენ ჩვენზე