izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
25 ოქტომბერი, 2021
„იყო „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“ შორის, საამაყოა არა მხოლოდ დამრიგებლისა და კონკრეტული კლასისთვის, არამედ სკოლისთვის“
Izrune.ge- ს მთავარი მისია მოსწავლეებზე ზრუნვა და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა; სწორედ ამიტომ, ყველაზე მზრუნველი პროექტი მუდმივად ცდილობს, ერთგულ იზრუნელებს საინტერსო პროექტები შესთავაზოს, რათა მათ მიიღონ ხარისხიანი და საფუძვლიანი განათლება. განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ კლსის დამრიგებლები ზუსტად გრძნობენ თანამედროვე საგნამანათლებლო მოთხოვნების მაჯისცემას და izrune-ge-ს მხარდამხარ, ყოვლედღიურად ზრუნავენ საკუთარი მოსწავლეების განვითარებაზე. პროფესიისადმი თავდადებისა და მოსწავლეებისადმი დიდი სიყვარულის მაგალითია ქუთაისის N31 საჯარო სკოლის პედაგოგი ლიკა კვირიკაძე, რომელიც izrune.ge-ს კიდევ ერთ გამოწვევას - საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასის“ პროექტში დიდ ენთუზიაზმით ჩაერთო და Etaloni.ge-სთან საუბარში ისიც აღნიშნა - ეს სტატუსი არა მხოლოდ ჩემი მოსწავლეების, რამედ ზოგადად სკოლის პრესტიჟიაო.  ქალბატონმა ლიკამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ izrune.ge მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის გაზრდაზე მუდამ ზრუნავს და მათთვის სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.

„საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი“ მშობლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ პროექტის დამსახურებით მათ ზუსტად იციან ბავშვების შესაძლებლობები. 



- ქალბატონო ლიკა, რას ნიშნავს თქვენთვის „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“  შორის ყოფნა?

- ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია... იყო „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“  შორის, საამაყოა არა მხოლოდ დამრიგებლისა და კონკრეტული კლასისთვის, არამედ  სკოლისთვის. ეს პროექტი და ზოგადად izrune.ge ჩვენთვის მოტივატორია და ვფიქრობ, სწავლების მხრივ უფრო დიდ ინტერესსაც გამოიწვევს; თუმცა ამ სიხარულთან ერთად პროექტში ყოფნა, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

- მოსწავლეებიც ასეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ წოდებას?

-  აღნიშნული პროექტი, ვფიქრობ კიდევ ერთი დამატებითი აქტივობაა, რომელიც ბავშვებისთვის მოტივაციის გაზრდაზე ზრუნავს. მინდა ვთქვა, რომ izrune.ge მხოლოდ მოსწავლეებისთვის კი არა, მშობლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა, შვილები ისეთ აქტოვობაში იყვნენ ჩართულები, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მისცემს და დროს ფუჭად არ დაკარგავენ.

-  დღეს ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა, სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა... ასეთ დროს რა როლის აქვს არაფორმალური განათლების ისეთ პროექტს, როგორიც არის izrune.ge?  

-  ჩემი შვილის მაგალითზე ვიტყვი - ყოველ ხუთშაბათს დიდი ინტერესით ელოდა, რომ ტესტებში ჩართულიყო.  ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებდა ტესტების გავლას. პანდემიის გამო დისტანციური სწავლების დროს რაღაც საკითხები განხილვის მიღმა რჩებოდა, თუნდაც ის რომ მოსწავლეებს დამატებითი ლიტერატურა წაეკითხათ. izrune.ge კი როგორც მშობელს, მეხმარებოდა - ჩემი შვილი და მოსწავლეები ამ აქტივობით ბევრ სიახლესა და ინფორმაციას შეიმეცნებდნენ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია - ტესტების გავლა მათში სწავლისადმი ინტერესსა და პასუხისმგებლობას ზრდის.

- რამდენად მოსწონთ თქვენს მოსწავლეებს izrune.ge-ს ტესტები?

-  ბავშვებს ძალიან მოსწონთ izrune.ge-ს ტესტები, რადგან ყოველთვის აქტიურად და ხალისით მონაწილეობენ. ისევ პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ როდესაც ჩემს შვილს რაიმე სირთულე ხვდება, მეტად განიცდის და ნერვიულობს, izrune.ge-ს ტესტები კი ისეა შედგენილი, ბავშვებს სტრესის ქვეშ არ აყენებს, პირიქით, სტიმულს აძლევს, უკეთ ისწავლონ, მეტი წიგნი წაიკითხონ და იყვნენ საუკეთესოები, საუკეთესოთა შორის - რაც მეტ ქულას აგროვებს ბავშვი, მეტად უხარია და მონდომებული ხდება. ფაქტია, izrune.ge მართლაც საოცარი პროექტია, რომელიც ჩვენი ბავშვების წინსვლასა და წარმატბას ემსახურება.


რას ამბობენ ჩვენზე