izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
01 ოქტომბერი, 2021
„უმნიშვნელოვანესია izrune.ge-ს როლი პანდემიის დროს“ - სოფიო კუხიანიძე, ქუთაისის N30 საჯარო სკოლა
ყველაზე მზრუნველმა პორტალმა, izrune.ge-მ ახალი პროექტი დაიწყო - „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი“, რომელმაც სასწავლო პროცესი ბევრად საინტერესო და სახალისო გახდა. პროექტის  ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი საუკეთესო კლასი გამოვლინდება, რაც სწავლა-სწავლების პროცესში სტიმულს და მოტივაციას უმაღლებს, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს.

ამ ეტაპზე პროექტი იმერეთში დაიწყო და „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი“ ქუთაისში შეირჩა. ეტაპობრივად კი -  მთელ საქართველოს მოიცავს.

აუცილებად აღსანიშნია, izrune.ge-ს როლი პანდემიის დროს. მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთხმად აღიარებენ, რომ „იზრუნეს“ ტესტებმა ბევრად გაუმარტივათ სასწავლო პროცესი და უფრო მეტიც, ონლაინ-სწავლებისთვის მომზადებულები აღმოჩნდნენ - „იზრუნელები“ უკვე კარგად ფლობდნენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისტანციური სწავლებისას 30 წუთიანი გაკვეთილების ფონზე, izrune.ge-ს დახმარებით მოსწავლეები დამატებით ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც მათ ზოგად განათლებაზე დადებითად აისახება.

Izrune.ge-ს მიზანია მოზარდებში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და განათლების მოტივაცია. ამ ყველაფრის მიღწევა კი სკოლის, დირექტორის, დამრიგებლის და მოსწავლეების თანამოაზრეობითაა შესაძლებელი. ერთ-ერთი მათგანი კი, ქუთაისის N30 საჯარო სკოლის III-ე კლასის პედაგოგი, სოფიო კუხიანიძეა, რომელიც პროექტის მნიშვნელობაზე თავად გიამბობთ:

სოფიო კუხიანიძე: „იზურნეს“ ტესტებში ჩართულნი ვართ ყველანი: მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი. პროცესი არის ძალიან საინტერესო და სახალისო, თან საუკეთესოა ემოციების გასაზიარებლად - ხუთშაბათს ასრულებენ ბავშვები ტესტს და პარასკევს ემოციებისგან იცლებიან; განვიხილავთ თითოეულ დავალებას: რა მოეწონათ, რა იყო უცნობი, რა რთული და ასე შემდეგ. ბავშვები იმდენად აქტიურობენ და ისეთი კარგი შედეგები აქვთ, კმაყოფილია მშობელიც. კარგია ისიც, რომ მოსწავლეს არჩევანის შესაძლებლობა აქვს, ინტერესებიდან გამომდინარე ირჩევს ტესტს - ყველა სფეროს მოიცავს. ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება მათ ზოგადად განათლებაზე.

- როგორ ჩაერთეთ პროექტში?

-  პირველად კოლექტივისგან გავიგე, შემდეგ დავინტერესდი- სიახლეების მოყვარული ვარ. ინტერნეტში მოვიძიე დამატებით ინფორმაცია, მომეწონა და შევთავაზე მოსწავლეებსა და მშობლებს. ძალიან კარგი იყო, რომ პანდემიის პირობებში პაკეტების საშეღავათო პერიოდი გვქონდა. ამან კიდევ მეტ მოსწავლეს მისცა ტესტებში მონაწილეობის საშუალება. არის ოჯახი, სადაც 3-4 შვილი ჰყავთ, რიგი ფინანსური პრობლემები აქვთ და შესაბამისად, ეს ინიციატივა მათზე იყო მორგებული. რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ.

- პანდემიის პირობებში, მაშინ, როცა მოსწავლეებს 30 წუთიანი გაკვეთილები უტარდებათ, რა როლი აქვს izrune.ge-ს?

- უმნიშვნელოვანესია izrune.ge-ს როლი პანდემიის დროს, რადგან, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შეჩერდა რიგი პროექტები და ერთადერთი, რაც მოსწავლეებს სწავლის სტიმულს და მოტივაციას აძლევს სწორედ izrune.ge-ა. თან ყველა ბავშვისთვის არის ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ ინტერესს.



- ტესტები რამდენად საინტერესოა მოსწავლეებისთვის?

- ტესტები სასკოლო პროგრამასთან მიახლოებულია, მაგრამ არის საკითხები კლასგარეშე ლიტერატურიდანაც. ბავშვისთვის, რაც ახალია ბუნებრივია, საინტერესოა - უცხო ინფორმაციას დამატებით ეძიება, უფროსს ეკითხება, ინტერნეტში ნახულობს, რაც მის ზოგად განათლებაზე დადებითად აისახება -  გარდა სასკოლო პროგრამისა, სხვა მიმართულებითაც ვითარდება. ძალიან მოსწონთ ეს პროცესი.

- რა რეაქცია ჰქონდათ მოსწავლეებს, როცა გაიგეს, რომ „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“ შორის მოხვდნენ?

- ეს, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევ ჩემთვის დიდი მოტივაციაა და რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ამბავია. მათ ასაკში ეს წახალისების პრინციპი ძალიან კარგად მოქმედებს და იმედი მაქვს, წარმატებით გავაგრძელებთ პროექტში მონაწილეობას.


რას ამბობენ ჩვენზე