izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
24 სექტემბერი, 2021
ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მომავალი თაობისთვის - ქრისტინე სანიკიძე, ქუთაისის N1 საჯარო სკოლა
პანდემიამ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს izrune.ge-ს განათლების სფეროში. დისტანციური სწავლება ყველასთვის დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ყველა „იზრუნელმა“ ამ ყოველივეს თავი წარმატებით გაართვა, რადგან კარგად ფლობდნენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს - მათთვის სიახლე არც ონლაინ-ტესტირება იყო.

Izrune.ge- ს მთავარი მისია მოსწავლეებზე ზრუნვა და მათი მოტივაციის ამაღლებაა. სწორედ ამიტომ, მათ უამრავ სიახლეს სთავაზობს. ახლახანს დაიწყო კიდევ ერთი ახალი პროექტი: „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი - ქუთაისიდან“, რომელიც სასწავლო პროცესს ბევრად მხიარულს და საინტერესოს გახდის.

პროექტის მნიშვნელობაზე, ქუთაისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ქრისტინე სანიკიძემ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტი ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის.

ქრისტინე სანიკიძე: 30 წელზე მეტია ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ვასწავლი და ჩემი პედაგოგიური გამოცდილება, თავისუფლად მაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად ვთქვა: ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მომავალი თაობისთვის. ბავშვები ბევრ ახალ ინფორმაციას იღებენ ტესტების მეშვეობით და იღრმავებენ ცოდნას. ეს ახალი გამოწვევაა მოსწავლეებისთვის და ბუნებრივია, საინტერესოა. ძალიან მომწონს, როგორც მასწავლებელს და ასევე, ინტერესი დიდია მშობლებში.  

- პანდემიის დროს, როცა ბავშვები დისტანციურად სწავლობენ, რა როლი აქვს izrune.ge-ს?  

- ონლაინ-სწავლება ყველასთვის დიდი სიახლე იყო. რთულია ნახევარ საათში ბავშვს გადასცე მაქსიმალური ინფორმაცია. Izrune.ge-ს ტესტებით ამ დეფიციტს ვავსებთ. მართალია, გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს ვესაუბრებით, დამატებით კლასგარეშე ლიტერატურასაც ვაძლევთ, მაგრამ ეს ტესტები დამატებითი საშუალებაა ცოდნის გასაღრმავებლად. გულწრფელად მიხარია, რომ ასეთი რამ შეიქმნა. დიდ პატივსვცემ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილის. ყველა მისი პროექტი ღირებულია განათლების სფეროში. როცა „ეტალონი“ სატელევიზიო ეთერით გადიოდა, ყოველთვის ვუყურებდი და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ახლა ყველას აქვს საშუალება ტესტირებაში მიიღოს მონაწილეობა - ამით კმაყოფილები ვართ, როგორც პედაგოგები, ასევე მშობლები და მოსწავლეები. თუ ცოდნის გაღრმავებაში ბავშვებს ხელს შევუწყობთ, ამას არაფერი აჯობებს.



- რას ნიშნავს თქვენთვის „საქვეყნოდ მნიშვნელობის 100 კლასი - ქუთაისი“ შორის ყოფნა?

- ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა. თუმცა, საინტერესოსთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. კლასის ტიტულების მოსაპოვებლად ბევრი შრომაა საჭირო და სასიამოვნო იქნება, თუ ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას - მადლობელი ვიქნები თქვენი, მშობლების და ბავშვების. მიხარია, რომ ჩემი კლასი აარჩიეთ და კიდევ, მადლობა თქვენ.

- მოსწავლეებს რამდენად მოსწონთ izrune.ge-ს ტესტები?

- ბავშვებს ძალიან მოსწონთ და რაც მთავარია, აინტერესებთ, აქტიურად არიან ჩართულნი. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ ტესტს და განიხილავენ. ტესტები ზოგად განათლებას უღრმავებს ბავშვებს, რაც ყველაზე მეტად მომწონს. არის საკითხები, რომლებსაც სკოლაში არ გადიან და ტესტებში ხვდებათ, მერე უჩნდებათ კითხვა, ინტერესდებიან, იძიებენ ინფორმაციას. ზოგადი განათლებას აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან განათლებულმა ადამიანებმა უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის მომავალი. მადლობა, თქვენ რომ ზრუნავთ ამ საკითხზე.


რას ამბობენ ჩვენზე