izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
15 სექტემბერი, 2021
„izrune.ge არის პროექტი, რომელიც ფიქრობს ბავშვებზე - შორენა გიორგაძე
დისტანციური სწავლება და ონლაინ-რეჟიმი საკმაოდ რთული აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის.  არსებულ სიტუაციაში izrune.ge-ს როლი ფასდაუდებელია, რადგან ყველა „იზრუნელი“, რომელიც ამ პროექტშია ჩართული, მზადაა დისტანციური სწავლებისთვის.

ყველაზე მზრუნველი პროექტის დამსახურებით, ბავშვები კარგად ფლობენ ინფრმაციულ ტექნოლოგიებს და არ უჭირთ ონლაინ-სწავლებასთან ადაპტაცია. მათთვის არც ტესტები წარმოადგენს სირთულეს.

izrune.ge ყოველთვის ზრუნავს და ცდილობს მოსწაველთა მოტივაციის ამაღლებაზე, რათა სწავლის სურვილი გაუღვივდეთ და წარმატებულ, განათლებულ, თავდაჯერებულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ამიტომ, izrune.ge-ს კიდევ ერთი ახალი პროქტი დაიწყო „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი“, რომლის მიზანია მოსწავლეებისთვის სწავლა არა მოსაწყენი, არამედ ბედნიერების მომნიჭებელი იყოს.

ამ ყველაფრის მიღწევა კი სკოლის, დირექტორის, დამრიგებლის და თითოეული მასწავლებლის თანამოაზრეობითაა შესაძლებელი. ერთ-ერთი მათგანი ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის პედაგოგი, შორენა გიორგაძეა, რომელიც პროექტის მნიშვნელობაზე თავად გიამბობთ.

-როგორ ჩაერთეთ izrune.ge- ში?

-სოციალურ ქსელში ვნახე ინფორმაცია და დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩემი სკოლაც ყოფილიყო ჩართული. „ეტალონის“ 17 წლიანმა გამოცდილებამ გაამართლა და თამამად შემიძლია ვთქვა, ამ პროექტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს: ბავშვების, მშობლების და მასწავლებელბის ცხოვრებაში. izrune.ge-ს და „ეტალონს“ დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვების წახალისებაში, სტიმულის მიეცამაში, გზის გაკვლევაში და წარმატებულ მოსწავლეებად, ადამიანებად ჩამოყალიბებაში. ეს არის პროექტი, რომელიც ფიქრობს ბავშვებზე და ყველანაირად ცდილობს შეაყვაროთ წიგნი.

-მოსწავლეებს, როგორ მოსწონთ ეს ყოველივე?

-ძალიან მოსწონთ, სტიმულს აძლევთ ეს პროექტი და უნდათ იყვნენ საუკეთესოები. ჩვენ გავკეთეთ „წიგნიერების ხუთშაბათი“, რომელიც „ეტალონმა“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა. ამისათვის დიდი მადლობა  izrune.ge-ს და „ეტალონის“  პროფესიონალურ გუნდს, რადგან მათი მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ, კიდევ უფრო მოტივირებული გახდა, როგორც მშობლები, ასევე ბავშვები. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა კიდევ ბევრი ბავშვი მიისწრაფოდეს წარმატებისკენ.



- რას ნიშნავს თქვენთვის „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“ შორის ყოფნა?

- ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ეს საკითხი და უდიდესი პატივია მასში ჩართულობა. წლებია ვმუშაობ და მსგავსი შემოთავაზება, რომ მიმეღო ამის პატივი არ მქონია. კიდევ ერთხელ მადლობა „ეტალონს“ და „izrune.ge“-ს გუნდს. პროექტის სათაურიც, როგორი საოცარი და კრეატილულია?! თქვენ ნამდვილად ზრუნავთ მოსწავლეებზე და სასკოლო საზოგადეობაზე. იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ბედნიერება და სიხარული მიანიჭოთ მათ.

- ზოგადი განათლების მხრივ, რამდენად დაეხმარა მოსწავლეებს izrune.ge?

- ნამდვილად დახმარა და ბევრი რამ ისწავლეს ბავშვებმა izrune-ge-სგან. კლასის საათზე ხშირად განვიხილავთ ხოლმე კალასგარეშე ლიტერატურას და თქვენს მიერ შერჩეული ტესტებით ვხელმძღვანელობ - ამ კუთხით ზრუნვაც კი არ მჭირდება. მე, როგორც დამრიგებელი და მასწავლებელი, მაქსიმლაურად თქვენი დახმარებით კიდევ, უფრო შევაყვარებ ბავშვებს წიგნს და მივაჩვევ აზროვნებას, რაც ყველაზე მთავარია.

- ის, რომ izrune.ge ყველა კლასისთვისაა ხელმისაწვდომი, რამდენად კარგია?

- ამ საკითხზე მიფიქრია. ჩვენ გვყავს „ეტალონი“ მოსწავლეები და როცა ბატონი გოჩა ჩვენს სკოლას ეწვია, მაშინ ვთქვი, რა კარგი იქნებოდა დაწყებითებსაც, რომ ჰქონდეთ  პროექტში ჩართვის შესაძლებლობა-მეთქი. მინდოდა ჩემს სადამრიგებლოსაც მიეღო რაღაც კუთხით მონაწილეობა ამ ყოველივეში. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ izrune.ge-ში ჩართვა პირველი კლასიდანაა შესაძლებელი. ეს ბავშვისთვის დიდი მოტივციაა, მას მადლობის უბრალო ფურცელიც დიდ სტიმულს აძლევს.


რას ამბობენ ჩვენზე