izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
08 სექტემბერი, 2021
„izrune.ge-სა და განათლების პირადი მენეჯერის როლი ფასდაუდებელია“
„პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ“ - ასე დაიწყო ინტერვიუ izrune.ge-ს განათლების პირადმა მენეჯერმა, ლამარა მოდებაძემ და შეუძლებელია არ დაეთანხმო. izrune.ge ხომ ყველაზე მზრუნველი პროექტია, რომელიც მომავალი თაობების წიგნიერების დონის ამაღლებას ერთგულად ემსახურება. მერე რა, რომ პანდემიამ ბევრი სფერო უკან დაწია და განათლებასაც შეეხო?! დღეს, უკვე თამამად შეგვიძლია თქმა, რომ სწორედ ამ ონლაინ-პლატფორმამ, შემეცნებითი ტესტებისა და არაერთი აქტივობის დამსახურებით მოახერხა მთავარი - ყველა იზრუნელი აბსოლუტურად მომზადებული შეხვდა ონლაინ-სწავლების გამოწვევებს და დისტანციური რეჟიმს მათ განათლებაში დაბრკოლება არ შეუქმნია. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ზრუნავენ izrune.ge-ს წარმომადგენლები დიდი ოჯახის პატარა წევრებზე. რა გზა განვლო განათლების პირად მენეჯერობამდე და რეალურად რატომაა მნიშვნელოვანი მსგავს პროექტებში ბავშვების ჩართულობა? - ამ კითხვებზე პასუხს ლამარა მოდებაძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- თქვენზე გვიამბეთ... უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს, იყო „განათლების პირადი მენეჯერი“?

- პროფესიით იურისტი ვარ...  ვმუშაობდი სხვადასხვა საჯარო სამსახურში და აქედან გამომდინარე, სოციუმთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მივიღე... სწორედ ეს უნარები დამეხმარა, ვყოფილიყავი izrune.ge-ს განათლების პირადი მენეჯერი და კომპანიის წარმომადგენელი ოჯახებთან. ვცდილობ, ეფექტური კომუნიკაცია ვაწარმოო ოჯახებსა და მოსწავლეებთან.

- საჯარო სამსახურებში ვმუშაობდიო, მითხარით... საგანმანათლებლო პროექტს რატომ დაუკავშირეთ თქვენი საქმიანობა?

- „ეტალონის“ პროექტებს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი და სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მსურდა, საგანმანათლებლო სფეროში მემუშავა. როდესაც გამოცხადდა ვაკანსია, დავინტერესდი... წარმატებით გავიარე გასაუბრება და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა - აღმოვჩნდი ისეთ პროფესიონალურ, კოლეგიალურ, მზრუნველ და მეგობრულ გუნდში, როგორიც izrune.ge-ს ჰყავს.

- რას ნიშნავს თქვენთვის ეს სამსახური?

- ესაა დიდი გამოცდილება, ახალი გამოწვევა, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა პროფესიული კუთხით... მშობლებსა და მოსწავლეებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა; ვერ წარმოიდგენთ, რამდენი დადებითი ემოცია მოდის მათგან და ეს უდიდეს მოტივაციას მაძლევს, მეტად ეფექტურად ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს.

- და რა არის თქვენი, როგორც განათლების პირადი მენეჯერის მიზანი? რა შედეგებზე აპირებთ გასვლას?

- izrune.ge არის ონლაინ-პლატფორმა, რომლის მიზანია ოჯახის ჩართვა ბავშვის აღზრდა-განვითარების პროცესში. მოსწავლეები მუდმივად ელოდებიან izrune-ს სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს და მე, როგორც განათლების პირადი მენეჯერს, მაქვს უშუალო კომუნიკაცია, როგორც მშობლებთან, ასევე ბავშვებთან... წინასწარ ვუგზავნი ტესტების კალენდარსა და რეკომენდებულ მასალას წასაკითხად.

მოგვიანებით, ტესტის შედეგების საფუძველზე, ერთად განვიხილავთ, რა არის მოსწავლის როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მხარე, რა მიმართულებით სჭირდება მეტი მუშაობა; ვეხმარები სწავლის მოტივაციისა და თავდაჯერების ამაღლებაში, ოჯახს კი აქვს საშუალება, თვალი ადევნოს, როგორ ხდება ბავშვი დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, წარმატებული და როგორ უვითარდება ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი.

- რა არის საჭირო იმისთვის რომ კომპანიაში მიზანს მიაღწიო?

- პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ; დიდი პასუხისმგებლობით უნდა ასრულებდე შენს მოვალეობას, მზად იყო სიახლეებისთვის და რაც მთავარია - დაუღალავი შრომაა საჭირო. სხვაგვარად, წარმოუდგენელია, სასურველ შედეგებზე გახვიდე. როცა საქმეს დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით აკეთებ, წარმატებაც არ დააყოვნებს.

- მითხარით, ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი „ეტალონსო“...

- შეუძლებელია, არსებობდეს ადამიანი, რომელსაც „ეტალონის“ შესახებ არ სმენია... ამ შესანიშნავ პროექტს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი. რაც შეეხება  izrune.ge-ს - ეს არის ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც დღენიადაგ ზრუნავს ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე; ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის პერიოდში, განათლების სისტემა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა. izrune.ge-სა და განათლების პირადი მენეჯერის როლი კი ამ ყველაფრის, გათვალისწინებით, ფასდაუდებელია.

- ალბათ დიდი პასუხისმგებლობაა საგანმანათლებლო სფეროში ჩართულობა.

- ნამდვილად უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან განათლება არის ყველაზე  მნიშვნელოვანი სფერო, რომელიც მოითხოვს საქმისადმი დიდ სიყვარულსა და სერიოზულ მიდგომას, ერთგულებას, შრომასა და ძალისხმევას... ჩვენ უნდა შევძლოთ მომავალი თაობის დაინტერესება, გავუღვივოთ სურვილი, მეტი დრო დაუთმონ საკუთარი თავის განვითარებასა და ინტელექტუალურ  მხარეს.

- როგორ წარმოგიდგენიათ izrune.ge თუნდაც 5 წლის მერე და საკუთარი თავიც?

- დარწმუნებული ვარ, izrune.ge უფრო გაფართოებული, უფრო მასშტაბური, წარმატებული, მოთხოვნადი, უამრავი საინტერესო სიახლით დატვირთული იქნება, მე კი მეტად  განვვითარდები, გავიზრდები პროფესიულად და მომავალი თაობების განათლების დონის ამაღლებაში, ყველაზე მზრუნველ პროექტთან ერთად, დიდ წვლილს შევიტან.


რას ამბობენ ჩვენზე