izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
30 ივლისი, 2021
2020-2021 სასწავლო წლის საქართველოს 100 სუპერ სკოლა
მთელი სასწავლო წლის მანძილზე ათასობით მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პროექტში. ყოველი მოსწავლის წარმატებული შედეგი კი გვარწმუნებდა პროექტის მნიშვნელობასა და საჭიროებაში. izrune.ge მადლობას უხდის თითოული სკოლის დირექტორს, დირექციის წარმომადგენელსა და პედაგოგს თანამშრომლობისთვის, მოსწავლეების ზრუნვისა და მათ განვითარებაზე ორიენტირებულობისთვის. izrune.ge-მ გამოავლინა 2020-2021 სასწავლო წლის საქართველოს 100 სუპერ სკოლა, სადაც დირექცია და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და განსაკუთრებულად ზრუნავენ თითოეულ მოსწავლეზე.

წარმოგიდგენთ,100 სუპერ სკოლას და სუპერ სკოლების განსაკუთრებულად აქტიურ დირექტორებს:

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლა, დირექტორი: თენგიზ გულორდავა

ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნატო გოგუაძე

ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, დირექტორი: ზურაბ ზაქარაძე

ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლა, დირექტორი: ლია თუშური

ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა, დირექტორი: ლიანა ფუტკარაძე

ქალაქ თბილისის N71 საჯარო სკოლა, დირექტორი: პაატა ჩორგოლაშვილი

ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა, დირექტორი: დავით ეცადეიშვილი

ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი: მარიზა აბაშიძე

ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა, დირექტორი: გივი ხალვაში

ქალაქ ბათუმის N22 საჯარო სკოლა, დირექტორი: გიორგი რუხაძე

ქალაქ ბათუმის N9 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნუგზარ სურმანიძე

ქალაქ ბათუმის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი: იანა ჩადუნელი

ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლა, დირექტორი: მიხეილ გიორგაძე

ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნანა კენჭოშვილი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლა, დირექტორი: მამუკა მექვაბიძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა, დირექტორი: ტარიელ მიქელაძე

ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნინო გახარია

ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა, დირექტორი: მაია მეტონიძე

ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლა, დირექტორი: მაია მღვდელაძე

ქალაქ თბილისის N191 საჯარო სკოლა, დირექტორი: თინათინ ბაქრაძე

ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, დირექტორი: ირინე ჯგერენაია

ქალაქ ქუთაისის N31 საჯარო სკოლა, დირექტორი: ირმა შველიძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი: ლევან სურმანიძე

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი: სალომე სარალიძე

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი: ეთერ წილოსანი

ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლა, დირექტორი: მანანა თავართქილაძე

ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი: მერაბ ხარჩილავა

სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნარგიზ რომანაძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა, დირექტორი: შორენა ბერიძე

ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა, დირექტორი: თეა დავითაძე

სსიპ ქალაქ დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა, დირექტორი: ეთერ ოთარაშვილი

ქალაქ თბილისის N142 საჯარო სკოლა, დირექტორი: ეკატერინე ენდელაძე

ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნანული დიდმანიძე

ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლა, დირექტორი: მანანა ხობელია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლა, დირექტორი: მიხეილ გრიგოლია

ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა, დირექტორი: ვარდო ნაგერვაძე

ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლა, დირექტორი: ცირა ქობულაძე

ქალაქ თბილისის N89 საჯარო სკოლა, დირექტორი: მიმოზა ტყებუჩავა

ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლა, დირექტორი: რუსუდან დავითაძე

თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლა, დირექტორი: მურმან ზაქარაძე

ქალაქ თბილისის N149 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნანა მიქავა

ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნონა გორგოძე

ქალაქ თბილისის N118 საჯარო სკოლა, დირექტორი: გიული შენგელია

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნინო გოგელიძე

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნანა ლაბაძე

ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლა, დირექტორი: ტარიელ გველესიანი

მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნატო გვარლიანი

ქალაქ რუსთავის N21 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნინო გავაშელი

ქალაქ თბილისის N174 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნანა კვანტალიანი

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი: მურად ჯიშკარიანი

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა, დირექტორი: ზვიად გიანაშვილი

ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლა, დირექტორი: ელენე ფუტკარაძე

ქალაქ თბილისის N103 საჯარო სკოლა, დირექტორი: არჩილ ჩხაიძე

ქალაქ თბილისის N6 საჯარო სკოლა, დირექტორი: თამარ აბაზაძე

ქალაქ ჭიათურის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი: ცირა ბრეგვაძე

ქალაქ ჭიათურის N7 საჯარო სკოლა, დირექტორი: ხათუნი ბრეგვაძე

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნელი ტერტერაშვილი

ქალაქ თბილისის N90 საჯარო სკოლა, დირექტორი: თამარ მელიქიძე

ქალაქ ქუთაისის N10 საჯარო სკოლა, დირექტორი: დემურ გაგუა

ქალაქ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა, დირექტორი: ტარიელ კალანდაძე

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლა, დირექტორი: ნანა ქარციძე

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა, დირექტორი: მზია კიწმარიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლა, დირექტორი: ჯუმბერ ტერუნაშვილი

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლა, დირექტორი: მადონა მუმლაძე

ქალაქ ქუთაისის N15 საჯარო სკოლა, დირექტორი: ელისო ჯიბლაძე

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლა, დირექტორი: ნინო ღვედაშვილი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა, დირექტორი: ზურაბ ქანთარია

ქალაქ თბილისის N132 საჯარო სკოლა, დირექტორი: თამარ მაჭარაშვილი

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა, დირექტორი: დავით ნიშნიანიძე

ქალაქ ტყიბულის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი: ვასილ ქენქაძე

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნათია გოშთელიანი

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა, დირექტორი: მერაბ დარჯანია

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლა, დირექტორი: ციცინო ფანგანი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლა, დირექტორი: ნოფალ ალიევი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნათელა ტაკიძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი: შუშანა კონცელიძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლა, დირექტორი: დავით ნაკაშიძე

დაბა ხულოს საჯარო სკოლა, დირექტორი: არკადი ართმელაძე

ქალაქ თბილისის N60 საჯარო სკოლა, დირექტორი: შოთა მალაზონია

მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი: შორენა კაკაბაძე

ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნათია სულავა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლა, დირექტორი: ნატო სუბარი

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნანი ცივაძე

ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლა, დირექტორი: ცისანა ბარამიძე

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლა, დირექტორი: ელენე შაბურიშვილი

ქალაქ თბილისის N141 საჯარო სკოლა, დირექტორი: მარინე სამუშია

ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლა, დირექტორი: რუსუდან ჭეიშვილი

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი: თეონა ადეიშვილი

ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლა, დირექტორი: ია ჩინჩალაძე

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნუკრი კობახიძე

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლა, დირექტორი: ნანა შანშაშვილი

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი, დირექტორი: მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი (ერისკაცობაში გოჩა ტაბატაძე)

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლა, დირექტორი: ლალი გელხაური

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლა, დირექტორი: მზია სულამანიძე

ქალაქ სამტრედიის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი: ვენერა ოდილავაძე

ქალაქ საგარეჯოს N4 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნელი ბალახაშვილი

რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლა, დირექტორი: მარლენ მარგიანი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი: სერგო ხოზრევანიძე

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლა, დირექტორი: ქეთევან ჩოქური

ქალაქ თბილისის N107 საჯარო სკოლა, დირექტორი: მარინე დემეტრაშვილი


რას ამბობენ ჩვენზე