izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
17 ივნისი, 2021
„izrune.ge-მ ნათელ წერტილად გამოანათა ჩვენთვის“ - ინეზა ირემაძე, ბათუმის N14 საჯარო სკოლის პედაგოგი
ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, პანდემიურ პერიოდში თუ მოგვიწევდა ცხოვრება და საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებოდა, თუმცა პედაგოგების საქმისადმი თავდადებისა და ძალისხმევის შედეგად, არც დისტანციურ სწავლებას, არც წერტილოვან შეზღუდვებს არ შეუშლია ხელი, სასწავლო პროცესი შემდგარიყო და თანაც - წარმატებით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ყველაზე მზრუნველი პროექტის დამსახურებით, მოსწავლეები ერთგვარად, მზად აღმოჩნდნენ ონლაინ-გაკვეთილებისთვის. პედაგოგი, რომელზეც დღეს გიამბობთ, ბათუმის N14 საჯარო სკოლის I „ა“ კლასის დამრიგებელი გახლავთ და izrune.ge-სთან ერთად, დგას თავისი უსაყვარლესი პაწაწუნების განათლების სადარაჯოზე.

როგორ მოახერხა სრული კლასის ჩართვა Izrune.ge-ში და რა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, არაფორმალური განათლების პროექტის დახმარებით, ფორმალური განათლების კუთხით? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ბათუმის N14 საჯარო სკოლის პედაგოგი, ინეზა ირემაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო ინეზა, გვიამბეთ, როგორ ჩაერთეთ izrune.ge-ში.

- პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყველა ოჯახს მძიმე ტვირთად დააწვა; ჩავიკეტეთ სახლებში და ასეთ დროს, პედაგოგი ფიქრობს, შეუძლებელი შეძლოს, რათა ბავშვები სწავლას არ ჩამორჩნენ, განვითარება არ შეწყვიტონ და ამ ვითარებაში, izrune.ge-მ ნათელ წერტილად გამოანათა. პროექტში შარშანაც ვიყავით ჩართულები, მეოთხე კლასთან ერთად, თუმცა წელს, როდესაც პირველკლასელებს შევუღე სკოლის კარი, მშობლებს დეტალურად ავუხსენი ამ პროექტის მნიშვნელობა, დაინტერესება დიდი იყო და უკვე ნოემბერში ჩვენი I „ა“ კლასი სრულად ჩაერთო izurne.ge-ში - ბავშვები ხედავდნენ თანატოლების წარმატებას, დიპლომებს, მშობლები - განვითარების ხარისხს და შედეგად 100%-იანი ჩართულობა მივიღეთ. საამაყოა - უკვე 7-ჯერ გავხდით „სუპერ კლასი“ და ყველა ერთად, მოუთმენლად ველით „მომავლის კლასის“ წოდებას. 



- ბავშვებს რომ მოსწონთ izrune.ge-ს ტესტები, გასაგებია, თუმცა საინტერესოა, თქვენ, როგორც პედაგოგი, როგორ აფასებთ კითხვებს, რომლებიც სიბრძნის ხუთშაბათსა თუ შემაჯამებელ ტესტში ხვდებათ?

- კითხვები ძალიან მრავალფეროვანია და რაც მთვარია, ზედმიწევნითაა მორგებული ბავშვებზე, ისე, რომ ნაკლებად სჭირდებათ მშობლის დახმარება. მშობელი, რა თქმა უნდა, ჩართულია, თუმცა პატარები დამოუკიდებლად მუშაობენ და ეს ჩემთვის, როგორც მათი მასწავლებლისთვის, საამაყოა; შემდეგ მოდიან სკოლაში, განვიხილავთ საკითხებს, სვამენ კითხვებს, ეძებენ პასუხებს და ემზადებიან მომავალი ტესტირებისთვის, რომელიც საოცარ თავგადასავალს უქადის. 
პირადად, ძალიან მომწონს „სიბრძნის ხუთაშაბათი“ - უფროსებმაც გავიღრმავეთ ცოდნა, წიგნიერების დღემ კი პატარები წიგნთან დააახლოვა, რაც დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ასეთი პოპულარობის ფონზე, გმირობის ტოლფასია.  

აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, ONLINE-თამაში „საქართველოს SUPER-ოჯახები“, რომელშიც ჩემმა კლასმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა  და ვერ წარმოიდგენთ, ბავშვები და მათი ოჯახები როგორ ელოდნენ კვირა დღეს. ეს იყო საოცარი ემოცია და საოცარი მუხტი მოდიოდა ბატონი გოჩა ტყეშელაშვილისგან. ზოგადად,  izrune.ge ბავშვს აძლევს მოტივაციას, ჰმატებს თავდაჯერებას.

- პრაქტიკაში, რით დაეხმარა izrune.ge ფორმალური განათლების კუთხით თქვენს მოსწავლეებს?

- izrune.ge ჩემს მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებაში დაეხმარა, რადგან წარმატებული ჩართულობა ყველა საგანში მოითხოვს ცოდნას. ამიტომაც, ყოველი ტესტირებისთვის წინასწარ ვემზადებით, ვსაუბრობთ ვმსჯელობით. 

- „წიგნიერების დღე“ ახსენეთ...  როგორც შეაყვარეთ კითხვა პირველკლასელებს, ქალბატონო ინეზა? 

- იმდენად საინტერესოდაა საკითხავი ლიტერატურა შერჩეული, რომ შეუძლებელი, ბავშვი გულგრილი დარჩეს, მართალია, ჩემმა ბავშვებმა ახლახან ისწავლეს კითხვა, მაგრამ უკვე დამოუკიდებლად ემზადებიან ტესტისთვის და ეს ძალიან მახარებს. 

- შვიდჯერ გახდით  „სუპერ კლასი“ - რას ნიშნავს ეს ბავშვებისთვის?

- ესაა დიდი მოტივაცია ბავშვებისთვის და ახლა ველით მომავლის კლასის წოდებას. სექტემბრიდან, ისევე, სრული შემადგენლობით, აქტიურად ჩავერთვებით და გვჯერა, izrune.ge-სთან ერთად, უამრავ წარმატებას მივაღწევთ.


რას ამბობენ ჩვენზე