izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
08 ივნისი, 2021
„მთელი ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე.“ – izrune.ge-ს მენეჯერი, თინათინ ტყეშელაშვილი 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს
მაშინ, როდესაც საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge შეიქმნა, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ონლაინ-პლატფორმა მოსწავლეებს ისეთი რთული პერიოდისთვის მოამზადებდა, როგორიც კოვიდპანდემიამ შექმნა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. არაერთხელ ითქვა, რომ izrune.ge-მ თავისი დიდი ოჯახის პატარა წევრები დისტანციური სწავლებისთვისაც მოამზადა და ისიც შეძლო, რომ სახლში გამოკეტილ, მშობლიურ სკოლასა თუ მეგობრებს მოწყვეტილ ბავშვებს სწავლის მოტივაცია არ დაეკარგათ.

დღეს ამაზე საუბარი თამამად შეგვიძლია და ალბათ დროა, 2020-2021 სასწავლო წელიც შევაჯამოთ. როგორი იყო ის იზრუნელებისა და მათ განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი კომპანიისთვის, რა სიახლეები ელით და რა არის კომპანიიის მთავარი მიზანი? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, Etaloni.ge-ს izrune.ge-ს გენერალური მენეჯერი, თინათინ ტყეშელაშვილი ესაუბრება.

- ეს იყო საკმაოდ რთული პერიოდი, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ყველა მიმართულებით; გამოგიტყდებით, არც izrune.ge-სთვის იყო მარტივი ეს ყველაფერი, თუნდაც იმ მხრივ, რომ ამ დროს ჩვენი როლი საგრძნობლად გაიზარდა, მეტად ვიგრძენით პასუხისმგებლობა და ისიც გავაანალიზეთ, რომ საჭირო იყო ოჯახების განსაკუთრებული ჩართულობა შვილების განათლების მოტივაციისთვის; ამიტომ, გაათმაგებული ძალებით, მობილიზებულად, izrune.ge-სა და „ეტალონის“ გუნდი, ყველანაირად დავუდექით მხარში ოჯახებს.

- სასწავლო წელი სრულდება - შეჯამების ივნისზე და izrune.ge-ს შედეგებზეც გვიამბეთ...

- გვაქვს შეჯამების ივნისი და შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ იმ აქტიურობით, რაც ბოლო პერიოდში წამოვიდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების სკოლებიდან - მოგეხსნებათ, იქ ინტერნეტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის პრობლემაა, მაგრამ ამის მიუხედავად, izrune.ge-ში ჩართულობამ მასობრივი სახე მიიღო და შთამბეჭდავ მასშტაბებს მიაღწია; მოხარული ვარ, რომ ოჯახები ტექნიკურ გამოწვევებს არ შეუშინდნენ, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია. ეს ყველაფერი კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს izrune.ge-ს მნიშვნელობასა და როლს.

- დისტანციური სწავლება ბავშვებს, ერთგვარად, ცოტა მოდუნების საშუალებას აძლევს, izrune.ge-ში ჩართულობა კი ამ დროს საოცრად გაიზარდა; როგორ მოახერხეთ მოსწავლეების ასე დაინტერესება და თქვენი აზრით, რისი დამსახურებაა ასეთი მაღალი აქტივობა?

- მადლობა ეკუთვნის აქტიური სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებს, ჩართულ დამრიგებლებსა და ოჯახებს, ვისაც უნდა, განათლებული მოსწავლეები და შვილები ჰყავდეთ. დიდი როლია ოჯახის ჩართულობის და izrune.ge-ს მიზანიც ესაა - გააერთიანოს ბავშვი, სკოლა და ოჯახი, შევუქმნათ ბავშვებს მოტივაცია და აღვზარდოთ განათლებული და ღირსეული მოქალაქეები.

- არაერთხელ ითქვა, რომ izrune.ge-მ მოსწავლეები დისტანციური სწავლებისთვის ერთგვარად მოამზადა...

- იმ მოსწავლეებს, ვინც ჩართული იყო izrune.ge-ში, გაუადვილდათ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა; ბავშვები ამ გამოწვევებისთვის მოვამზადეთ, ისინი ეჩვევიან თანამედროვე ტექნოლოგიების სწორად გამოყენებას და შემდეგ უკვე ეროვნულ გამოცდებზეც იღებენ მაქსიმალურ შედეგს.

- რას გეგმავს izrune.ge ზაფხულში?

- ივნისი ჩვენთან სასწავლო წლის შეჯამების თვეა, ხუთშაბათს, 10 ივნისს, გვაქვს შეჯამების „წიგნიერების ხუთშაბათი”... აქტიურად ვემზადებით 27 ივნისის შემაჯამებელი ტესტისთვის, ტესტის გავლის შემდეგ მოსწავლეებს და მათ ოჯახებს გადავცემთ „მდგრადი მზაობის სერტიფიკატს“ იმის დასტურად, რომ მოსწავლემ წარმატებით დაძლია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, მისი კლასის შესატყვისი საგანმანათლებლო პროგრამა და აქვს მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები.
ასევე ივნისის შემაჯამებელი ტესტის შემდეგ გამოვავლენთ „მომავლის კლასებს“ მთელი საქართველოს მასშტაბით.  

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა დატვირთვა აქვს მზაობის სერტიფიკატს?

- საქმე ისაა, რომ არანაირი ბერკეტი არ არსებობს გასაგებად, არის თუ არა რეალურად ბავშვი მზად, მომდევნო კლასში გადასასვლელად, ჩვენ კი ტესტის გავლის შემდეგ, ავიღეთ პასუხისმგებლობა, მივცეთ სერტიფიკატი იმის დასტურად, რომ იგი მზადაა მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად. სეტიფიკატი დაეყრდნობა მოსწავლის მიერ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გავლილ სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვემზადებით საზაფხულო ტესტებისთვისაც. საზაფხულო ტესტების თემატიკა იქნება „გაიცანი საქართველო“. პირველი შემთხვევაა, როდესაც izrune.ge-ს ტესტების გავლა ზაფხულის პერიოდშიც იქნება შესაძლებელი. ზაფხულის ტესტების მიზანია შვილის განვითარების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და ბავშვისთვის საქართველოს უნიკალური მხარეების შემეცნებით, სახალისოდ და საინტერესოდ გაცნობა.  

- ბავშვებს თუ მოსწონთ არდადეგებზე ტესტების გავლა?

- ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლების მხრიდან უკუკავშირს, სწორედ მოსწავლეების, ოჯახების, მასწავლებლების და დირექტორების აქტიურობიდან და ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ საზაფხულო ტესტების დამატება. 

- როგორი მენეჯერი ჰყავს izrune.ge-ს?

- როგორი მენეჯერი ჰყავს კომპანიას - ამაზე ალბათ გუნდის წევრებმა უნდა ისაუბრონ, მე კი გეტყვით, რომ ჩემთვის izurne.ge არის გამოწვევა. ჩემი დრო, რესურსი, ენერგია მიდის იმაზე, რომ ჩვენი ოჯახის პატარა წევრებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის ტესტები, მივცეთ განათლების მოტივაცია და ოჯახი რეალურად ჩავრთოთ და უფრო მეტად დავაინტერესოთ შვილის აღზრდა-განათლებით. 

- როგორც ვიცი, თქვენი შვილიც ჩართულია izrune.ge-ში.

- ჩემი შვილი, ალექსანდრე კახიანი პირველკლასელია და სექტემბრიდან არის ჩართული პროექტში, როგორც მშობელი, კარგად ვხედავ მის განვითარებას და ახლა მეტად ვამაყობ საკუთარი საქმით - ეს ტესტები ბავშვის განვითარებას, მისი განათლების მოტივაციას რეალურად ძალიან ეხმარება.

- ერთ დღეს რომ გითხრათ, აღარ მინდა ტესტების გავლაო, რა რეაქცია გექნებათ?

- izrune.ge-ს ტესტები არ არის რაიმე სახის ვალდებულება; ეს არის ოჯახის სურვილის ხელშეწყობა და დახმარება, ბავშვი განვითარდეს და მიიღოს ცოდნა... ალექსანდრე ერთ დღეს თუ მეტყვის, აღარ მინდა ტესტების გავლაო, დავუშვებ ვარაუდს, რომ ერთის მხრივ მე, როგორც მშობელი ვერ ვერთვები შვილთან ერთად სათანადოდ ტესტების გავლაში, და მეორეს მხრივ მე, როგორც izrune.ge-ს მენეჯერი, ვკითხავ მიზეზს... ორივე შემთხვევაში დავიწყებ საკუთარი თავიდან და ვეცდები მიზეზი აღმოვფხვრა, რათა ალექსანდრემ განაგრძოს განვითარება izrune.ge-ს ტესტების დახმარებით. თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ალექსანდრეც და ზოგადად მთელი ოჯახი აქტიურად ვართ ჩართულები მისი აღზრდა-განათლების პროცესში და სიხარულით ვასრულებთ izrune.ge-ს ტესტებს, თვალს ვადევნებთ და ძალიან ვამაყობთ მისი მიღწევებს თვიდან-თვემდე.


რას ამბობენ ჩვენზე