izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
27 მაისი, 2021
„საქართველოს მოქალაქეები ვართ და თითოეული ჩვენგანის ვალია მშობლიური ენის ცოდნა“ - იზრუნელები ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადას აფასებენ
მომავალი თაობების განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი პროექტი, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა და პანდემიისა თუ მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, მედგრად დგას განათლების სადარაჯოზე. მიზანი უცვლელია - მიღებული ცოდნის გაღრმავება, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარის გამომუშავება და წიგნიერების სამყაროში კარის ფართოდ შეღება მათთვის, ვისაც უყვარს სწავლა.

წარმატებული სტარტი ჰქონდა Izrune.ge-ს ოლიმპიადას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სადაც მონაწილეებმა საკუთრი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენა მოახერხეს; განიმტკიცეს მიღებული ცოდნა და ყველაფერთან ერთად, ბევრი მნიშვნლოვანი დეტალი შეიტყვეს მშობლიური ენის შესახებ.

ეს დღე იზრუნელებს არასოდეს დაავიწყდებათ და რაც მთავარია, თითოეული მათგანი ზედმიწევნით აცნობიერებს იმას, რომ სახელმწიფო ენას მხოლოდ დასწავლა კი არა, შენარჩუნება და თვალისჩინივით გაფრთხილება სჭირდება.

ოლიმპიადის დასასრულს კი მონაწილეებმა საკუთრი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და პროექტი შეაფასეს:  

ლიკა თათიკიშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის, სიმონიანთხევის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე:

- უპირველესად, ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო izrune.ge-ს ავტორებს და მთელ პროფესიონალ გუნდს, რომელიც მუდამ ზრუნავს ჩვენი ცოდნის გაღრმავებაზე; მას შემდეგ, რაც პროექტში ჩავერთე, უფრო თავდაჯერებული გავხდი, ჩამომიყალიბდა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი და კარგია, რომ არსებობს izrune.ge! მინდა, დიდი წარმატებები, მეტად განვითარება ვუსურვო, რათა სწავლის მეტი მოტივაცია მისცეს ბავშვებს. 

უშუალოდ ჩემთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში მონაწილეობა საინტერესო და საპასუხისმგებლო იყო; ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და თითოეული ჩვენგანის ვალია მშობლიური ენის ზედმიწევნით ცოდნა. კითხვები თემატური და ძალიან საინტერესო იყო, რაც ოლიმპიადაში მონაწილეობას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდიდა და სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, პროფესია ჯერ არ ამირჩევია, უკვე პედაგოგიურზე ვფიქრობ ჩაბარებას, ინგლისური ენის განხრით და ამ გადაწყვეტილებაზე გარკვეულწილად გავლენა იქონია პროექტში ჩართულობამ.



ოთარ მამარდაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ზუბის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე:

- ძალიან მომეწონა izurne.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში მონაწილეობა; მთავარია, ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და კითხვებიც მშვენივრად გახლდათ შერჩეული; მით უმეტეს, რომ ქართული, უცხო ენა და ისტორია ჩემი საყვარელი საგნებია და სწავლის გაგრძელებასაც ამ მიმართულებით ვაპირებ. Izrune.ge კი ცოდნის განმტკიცებაში დამეხმარა - ნასწავლი გავიმეორე, თავი გამოვცადე და კიდევ ბევრი სიახლე შევიტყვე, რაც სამომავლოდ ძალიან წამადგება.



ლადო ფუტკარაძე, ბათუმის N5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე:

- ძალიან მომწონს izrune ge და ყოველთვის ვგულშემატკივრობ, რადგან ვიცი, რომ ჩვენი, მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნავს. ოლიმპიადაში მონაწილეობამ მომცა გამოცდილება, მიღებული ცოდნის გააზრებისა და ახლის სწავლის შესაძლებლობა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელობას. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, რა პროფესიას ავირჩევ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, izrune.ge-ს პროექტებში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა.



ანი კრილოვა, გურამ რამიშვილის სახელობის, თბილისის N20 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე:

- ჩემი აზრით, izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა ძალიან კარგი წამოწყებაა - გონების სავარჯიშო და მიღებული ცოდნის განმტკიცების შესაძლებლობა; გამიხარდა, პროგრამული კითხვები რომ იყო... იცით, სამედიცინოზე ვაპირებ ჩაბარებას, გერმანიაში სწავლის გაგრძელებას და მიხარია, ჩემს გადაწყვეტილებაზე, გარკვეულწილად, izrune.ge-ს პროექტებში მონაწილეობამ რომ იმოქმედა. საკუთარი თავის მეტად ვირწმუნე და სწავლის მოტივაციაც მომემატა. თამამად ვიტყვი - izrune.ge-მ ერთგვარად უკვე მოგვამზადა ეროვნული გამოცდებისთვის, მიგვაჩვია დამოუკიდებლად მუშაობას და სწრაფად აზროვნებას, რაც ყოველთვის გამოგვადგება, ცხოვრების რა ეტაპზეც უნდა ვიყოთ.



ირინე ველიჯანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის, აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე:

- კარგა ხანია პროექტში ვარ ჩართული; თემატიკაც ძალიან მომწონს, თუმცა კითხვაც ისეა დასმული - მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ შეუძლებელია, დაგაბნიოს და გაუგებრობა გამოიწვიოს. izrune.ge ნამდვილად ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე.



ლევან კაციტაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ხიდრის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე:

- ჩემთვის პირადად, izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში მონაწილეობა საინტერესო და შემეცნებითი იყო; მინდა ეკონომისტი გავხდე და დარწმუნებული ვარ, izrune.ge-ს პროექტებში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება ცხოვრების ახალ ეტაპზე.



ანა ჩიკვაიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჭრებალოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე:

- ოლიმპიადის ფორმატი მომეწონა, კითხვებიც საინტერესო იყო, თუმცა გულისწყვეტით მინდა აღვნიშნო - მე ძალიან მიყვარს ბიოლოგია და ვისურვებდი, ამ საგანს მეტი ყურადღება ეთმობოდეს.



მარიამ ბუაჩიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ნადაბურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე:

- ჩემთვის საინტერესო იყო izrune.ge-ს ოლიმპიადაში მონაწილეობა, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა. პროექტში დაახლოებით ორი წელია ჩართული ვარ და ძალიან მეხმარება მიღებული ცოდნის განმტკიცებაში. რეჟისორობას ვაპირებ და იმედია, ეს გამოცდილება მომავალ პროფესიაშიც წამადგება.



ლინდა გულბანი, წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე:

- ოლიმპიადა ძალიან მომეწონა; მომეწონა კითხვებიც, ფორმატიც და ზოგადად, izrune.ge-ს დიდი გულშემატკივარი ვარ. მიუხედავად იმისა, საგნებს შორის ყველაზე მეტად მათემატიკა და ბიოლოგია მიყვარს, მოხარული ვარ, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტშიც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი რომ მქონდა. Izrune.ge-ს, ერთგულ გულშემატკივრებთან ერთად, წარმატებებს ვუსურვებ.



თამარ


რას ამბობენ ჩვენზე