izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
05 მაისი, 2021
„ესაა წარმატებული სტარტი ეროვნული გამოცდებისთვის“ - მოსწავლეები Izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაზე
izrune.ge-ზე მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა უამრავმა მოსწავლემ მიიღო, რომლებმაც მშობლები თავისი წარმატებით უზომოდ გაახარეს! მზრუნველი ოჯახის, სკოლების, მასწავლებლების და განათლების პირადი მენეჯერების დამსახურებით - ბავშვებმა ცოდნის მაქსიმუმის გამოვლენა და წარმატების მიღწევა შეძლეს.

მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა კიდევ ერთი დასტური გახლდათ იმისა, რომ მომავალი თაობების განათლებაზე მუდმივად მზრუნველი პროექტი არასოდეს ნებდება, არ უშინდება პანდემიით გამოწვეულ წინააღმდეგობებს და არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ იზრუნელებს, რომელთაც სურთ განვითარება, სწავლა, izrune.ge-ს დახმარებით, მიღებული ცოდნის განმტკიცება და ახლის შეცნობა. დღეს, მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადის გამორჩეულ უფროსკლასელებს გაგაცნობთ, რომლებიც izrune.ge-სა და ოლიმპიადის შესახებ საუბრობენ:  

ალეკო ზაქარაძე, ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლე:

- მესამე წელია, ჩართული ვარ izrune.ge-ში და ძალიან მომწონს ეს პროექტი. რაც შეეხება მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადას, ძალიან მომეწონა კითხვები - მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. კიდევ ერთხელ, მომეცა საშუალება, გავიღრმავო ცოდნა.



სანდრო ბულია, ალექსანდრე საჯაიას სახელობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ოდიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე:

- Izrune.ge-ს ტესტი ძალიან მომეწონა... იყო არცთუ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო კითხვები, მრავალფეროვანი, რაც ზრდის ჩვენს თვალსაწიერს და მრავალმხრივ განვითარების საშუალებას გვაძლევს.

იაკობ ჩალაძე, თბილისის N59 საჯარო სკოლის მოსწავლე:

- დიდი მადლობა izrune.ge-ს რომ მოსწავლეებს ცოდნის გამოვლენის, მშობლებს კი ჩვენი წარმატებებით გახარების საშუალებას აძლევს. ძალიან კარგი პროექტია, რომელიც განვითარებაში მეხმარება, წინსვლის საშუალებას გვაძლევს და მინდა, izrune.ge -ს ჩვენთან ერთად, წარმატებები ვუსურვო.



- აჩიკო მათოშვილი, ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე:

- პირველ რიგში გეტყვით, რომ izrune.ge მეხმარება, მუდამ ვიყო ფორმაში, ვავარჯიშო გონება და ეს ჩემთვის უმთავრესია. მომწონს ტესტების კითხვები, რომლებიც მიღებულ ცოდნას აღრმავებს და გარდა ამისა, ბევრ რამესაც ვსწავლობ.



თათია ფუტკარაძე სსიპ ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე:

- მათემატიკის ოლიმპიადა ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო. თავიდან მეგონა, ტრადიციული ტესტის გავლა მოგვიწევდა, მაგრამ თემატურმა დიფერენცირებამ ცოტა შემაშინა... მიხარია, რომ შევძელი კითხვებზე პასუხების გაცემა. ზოგადად izrune.ge მეხმარება სწავლაში, ნასწავლის განმტკიცებაში და საკუთრი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მაძლევს.



ალექსანდრე ჩიკვაიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლე:

- მათემატიკური ოლიმპიადა მართლაც საუკეთესო იყო... ზოგადად izrune.ge ძალიან კარგი პროექტია, რომელიც გვაძლევს ცოდნის განმტკიცების, ახლის სწავლის და საკუთრი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას.



ბაქარი ჭელიძე სსიპ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე:

- Izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა იყო შემეცნებითი, სწორად შერჩეული კითხვებით. ძალიან მომწონს ეს პროექტი და კარგია რომ არსებობს, რადგან მოსწავლეებს გვაძლევს ცოდნის გაღრმავების საშუალებას და სამომავლო გამოწვევებისთვისაც გვამზადებს.



სოფიკო ბიჩინაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლის მოსწავლე:

- მათემატიკურ აზროვნების ოლიმპიადაში მონაწილება, პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესო და ამავე დროს სახალისო იყო. მომწონს პროექტი, ყოველთვის სიახლეებს აღმოვაჩენ ხოლმე და ბევრ რამეს ვსწავლობ.



ალინა ზაქარაძე, ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლე:

- ძალიან მომეწონა მათემატიკური ოლიმპიადა, რომელმაც მიღებული ცოდნის განმტკიცების საშუალება  მომცა. იყო აქტიური სავარჯიშოები, გონების განვითარებისთვის და ვფიქრობ, ასეთი პროექტები მხოლოდ დადებითად აისახება ჩვენს სამომავლო კარიერაზე.



ანა ბიჩინაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლის მოსწავლე:

- მათემატიკური ოლიმპიადა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რომელმაც დიდი გამოცდილება შემძინა. მათემატიკური ოლიმპიადა საინტერესო, სააზროვნო კითხვებით გამოირჩეოდა და ყველას ვურჩევ, ჩაერთონ ამ პროექტში რადგან, თამამად ვიტყვი - ესაა წარმატებული სტარტი ეროვნული გამოცდებისთვის.



ჯენი შამაილოვი, თბილისის N146 საჯარო სკოლის მოსწავლე:

- ძალიან მიხარია, izrune.ge რომ არსებობს - გვაძლევს საკუთარი ცოდნის შემოწმების შესაძლებლობას; გამოვცადე თავი და სიმართლე გითხრათ, ასეთი შედეგს არ ველოდი, მაგრამ როდესაც მიღებული ქულა ვნახე, ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მადლობა, რომ არსებობს izrune.ge და ავლენს საუკეთესო მოსწავლეებს საუკეთესოთა შორის.



რას ამბობენ ჩვენზე